Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯემალ ქარჩხაძე
მწერალი
date of birth 1936

1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1962 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობა ,,აბზიანიძეების ოჯახი.’’ ჯემალ ქარჩხაძე 1961-1982 წლებში სხვადასხვა ადგილას მუშაობდა. თუმცა 1982 წელს რეგულარული სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისთვის დაეთმო. ჯემალ ქარჩხაძის პირველმა პუბლიკაციებმა საზოგადოების ძლიერი მოწონება დაიმსახურა. მწერალი ნაწარმოებებს რეგულარულად აქვეყნებდა. 1977 წელს მისი განსაკუთრებით პოპულარული თხზულება ,,იგი’’ გამოქვეყნდა.’’ ამას მოჰყვა უმნიშვნელოვანესი რომანები: ,,ქარავანი’’, ,,ანტონიო და დავითი’’, ,,ზებულონი’’. გარდაცვალების შემდეგ, 1999 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია, 2007 წელს კი ქალაქ თბილისის საკრებულოს ლიტერატურული პრემია ”გალა”. ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია რუსულ და ჩეხურ ენებზე. ჯემალ ქარჩხაძეს დავით წერედიანთან ერთად ნათარგმნი აქვს ჰალდორ ლაქსნესის “ატომის სადგური“ , ლიონ ფეიხტვანგერის “ცრუ ნერონი”, რადიარდ კიპლინგისა და ძმები გრიმების ზღაპრები. მწერალი მრავალი სტატიის ავტორია, რომელიც სრულად და უცვლელი სახითაა გამოცემული ცალკე წიგნად. გარდაიცვალა 1998 წელს. დაკრძალულია დიდუბის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.