Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შოთა სამსონია
ქიმიკოსი
date of birth 1941

1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. 1967–1969 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრის ასისტენტი; 1970-1977 წლებში ორგანული ქიმიის კათედრის დოცენტი; 1978–1990 წლებში პროფესორი და კათედრის გამგე ; 1995 წლიდან არის საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტის" მეცნიერ–კონსულტანტი; მისი სამეცნიერო ინტერესებია: აზოტშემცველ ჰეტეროციკლურ ნაერთთა ქიმია, ბუნებრივ ნაერთთა ქიმია, ფოტოქიმია, ბიოლოგიურად აქტიური პოლიმერული კომპოზიციები, ნავთობქიმიური სინთეზები და ა.შ. შოთა სამსონია არის 460–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 27 წიგნის, სახელმძღვანელოს და მონოგრაფიის ავტორი. 1967 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - "პოლიესტერკარბონატების სინთეზი და კვლევა", 1984 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე – "ბენზოლის ბირთვით შეუღლებული პიროლოინდოლებისა და ბისინდოლების სინთეზი და კვლევა".

შრომები:

  • არაბენზოიდური არომატული სისტემები. თბ., 2001.
  • აციკლური ნახშირწყალბადები. თბ., 1997.
  • კილაძე,ს. და სხვა. დიენური ნახშირწყალბადები. თბ., 1999.
  • კუბლაშვილი,რ. და სხვა. ლაბორატორიული პრაქტიკუმი ბუნებრივ ნაერთთა ქიმიაში. თბ., 1998.
  • ნავთობქიმიური სინთეზი/ რედაქტორი: ა. დოლიძე; თანაავტორები. თ. დოქსოპულო, ი. ჩიკვაიძე; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახ. უნივერსიტეტი, თბილისი. თბილისი: თბილისის უნ-ტის გამ-ბა, 2005.
  • ნავთობის ქიმიის პრაქტიკუმი/ თ. დოქსოპულო, ლ. ბარამიძე; რედაქტორი: ა.დოლიძე. თბილისი: თბილისის უნ-ტის გამ-ბა, 2000.
  • ორგანული სინთეზის კლასიკური და თანამედროვე ასპექტები/ შ. სამსონია, ი. ჩიკვაიძე, მ.გვერდწითელი. თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1996.
  • თაქთაქიშვილი, მ. სამსონია,შ. ორგანული ქიმია არაქიმიკოსებისათვის, თბ., 1988.
  • ადამია, სდა სხვა. ორგანული ქიმიის საწყისები. თბილისი: თსუ, გამ-ბა. 1996.
  • გვერდწითელი,მ. ორგანული ქიმია. თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1995. ნაწ.1. ზოგადთეორიული საფუძვლები. 1995.
  • ჰეტეროფუნქციური ნაერთები/ ლ.ბარამიძე, მ. გვერდწითელი; რედაქტორი: ი. ჩიკვაიძე- თბილისი. თსუ გამ-ბა, 2002.
  • შენგელია,მ. სამსონია,შ. ორგანული ქიმია. თბ., 2000.
  • ორგანული ქიმიის საწყისები. / შ. სამსონია, ს ადამია, მ. გვერდწითელი. თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა. 1996.
  • ორგანული ქიმიის საწყისები. / შ. სამსონია, ს ადამია, მ. გვერდწითელი. თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა. 1998
  • ორგანული ქიმიის საფუძვლები. შ.სამსონია, ს.ადამია, მ. გვერდწითელი. თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1999. ნაწ.3.
  • ორგანული ქიმიის საფუძვლები: ნაწ. 1. შ.სამსონია, ს. ადამია, მ. გვერდწითელი. თბ., უნ-ტის. გამ-ბა, 1998.
  • ორგანული ქიმიის საფუძვლები: ნაწ.2./ შ.სამსონია, ს. ადამია, მ. გვერდწითელი/ თბ: უნ-ტის გამ-ბა, 1998.
  • ორგანული ქიმიის საფუძვლები: შ.სამსონია, ს. ადამია, მ. გვერდწითელი/ თბ: უნ-ტის გამ-ბა, სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2000.
  • რთველიშვილი, ნანი, სამსონია, შოთა. სტერეოქიმია. კითხვები და პასუხები. თბ., 2000.
  • ფუნქციურ ჯგუფში ჟანგბად და აზოტშემცველი ორგანული ნაერთები. თბ., 2004.
  • ჰეტეროფუნქციური ნაერთები,/ შ.სამსონია, ლ. ბარაბიძე. მ.გვერდწითელი. თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2002.
  • ჰეტეროციკლური ნაერთები. შ.სამსონია, ლ. ბარაბიძე. მ.გვერდწითელი, ჩიკვაიძე,ი. თბილისი: თსუ, გამ-ბა, 2009.

ბიბლოგრაფია