Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მინდია სალუქვაძე
მეცნიერი, ფიზიკოსი
date of birth 1933

1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1955-1957 წლებში იყო თბილისის 55-ე საშუალო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი. 1957-1958 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის (ამჟამად ა. ელიაშვილის მართვის სისტემების) ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1961 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტში, აქედან 1971 წლიდან დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში; 1981 წლიდან დირექტორად, ხოლო შემდეგ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ; 1994 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამოყენებითი მექანიკის, მანქანათმშენებლობისა და მართვის პროცესების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. გამოქვეყნებული აქვს 140-ზე მეტი სამეცნიერო შრომა ავტომატური მართვის სისტემების მდგრადობის თეორიისა და ოპტიმალური მართვის სისტემების თეორიის საკითხებზე, აგრეთვე, 10 მონოგრაფია და თანაავტორებთან ერთად 5 სახელმძღვანელო ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის; სამეცნიერო ლიტერატურაში შესულია ტერმინები "სალუქვაძის მეთოდი", "სალუქვაძის ამოხსნა","სალუქვაძის პრინციპი", "სალუქვაძის ოპტიმუმი" და ა.შ. 1966 წლიდან რამდენჯერმე იმყოფებოდა საზღვარგარეთ სამეცნიერო მივლინებით: პოლონეთში, გერმანიაში, ინგლისში, აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში ჩეხეთში და ა.შ. წლების მანძილზე იყო ავტომატური მართვის მსოფლიო ფედერაციის საქართველოს სექციის თავმჯდომარე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ ,,მოამბის’’ მთავარი რედაქტორის მოადგილე. არის რიგი სამეცნიერო საბჭოების სამეცნიერო ორგანიზაციების საზოგადოებებისა და რედაქციების წევრი, რესპუბლიკური კომისიების თავმჯდომარე. არჩეულია სხვადასხვა დარგობრივი მეცნიერებათა აკადემიების წევრად. ასევე ტექნიკის სექციის თავმჯდომარის მოადგილედ.

შრომები:

  • სალუქვაძე, მინდია. და სხვ. დუალობა არასკალარული ოპტიმიზაციის ამოცანებში./ მ. სალუქვაძე, ალ.თოფჩიშვილი, ვ. მაისურაძე. თბ., 2000. (საქ. მეცნ. აკად. ა ელიაშვილის სახ. მართვის სისტემების ინ-ტი).  

ბიბლიოგრაფია