Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სოსო პაიჭაძე
მწერალი
date of birth 1943

1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად, მრავალი წლის მანძილზე ჟურნალ "მნათობის" მთავარი რედაქტორის მოადგილე იყო. ლიტერატურული მოღვაწეობა 1969 წელს დაიწყო, როცა გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" გამოქვეყნდა მწერლის პირველი ლიტერატურულ-კრიტიკული სტატია. პირველი მოთხრობები კი 1970 წელს გამოჩნდა. 1977 წელს გამომცემლობა "მერანმა" მისი მოთხრობების პირველი კრებული "უკანასკნელი დუბლი" გამოსცა. 1985 წელს გამოვიდა მწერლის მეორე კრებული. 1990 წელს ჟურნალ "მნათობში" გამოქვეყნებული მოთხრობისათვის "თბილი გრძნეული წვიმა" მწერალთა კავშირის პრემია მიენიჭა. 1995 წელს დაიბეჭდა მწერლის ბოლო წიგნი "სადაით დაეცი". მისი მოთხრობები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, უნგრულ, ჩეხურ, გერმანულ, იუგოსლავიურ ენებზე.