Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ოლეგ ნამიჩეიშვილი
ფიზიკოსი
date of birth 1942

1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. ამჟამად არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკროპროცესორული სისტემების კათედრის გამგე. წლების მანძილზე ეწევა სამეცნიერო მოღვაწეობას. მისი ნაშრომები ეძღვნება ციფრული გამოთვლითი და ტელეკომუნიკაციური სისტემების თეორიის საიმედობის ასპექტებსა და კომპიუტერული პროექტირების ელექტრონულ სქემებს, იმიტაციურ მოდელირებას და უარყოფების სტატისტიკურ ანალიზს. სტაჟირება გაიარა მოსკოვის უნივერსიტეტის ალბათობის თეორიის კათედრასა და საფრანგეთის ტელეკომუნიკაციის ნაციონალურ კვლევით ცენტრში. არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.