Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რევაზ მარგიანი
პოეტი
date of birth 1916

ცნობილი ქართველი პოეტი რევაზ მარგიანი დაიბადა 1916 წლის 24 ნოემბერს, სოფელ მულახში, სვანეთში. 1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1942 წელს მოხალისედ წავიდა მეორე მსოფლიო ომში. მან პირველი ლექსის "მირანგულას" (1934 წ) გამოქვეყნებისთანავე მიიქცია ყურადღება, როგორც ნიჭიერმა, ორიგინალური ხმის პოეტმა. მისი პირველი წიგნი "ლექსები" კი 1940 წელს გამოვიდა. ამას მოჰყვა "მუმლი მუხასა" 1946 წელს. „მხოლოდ ახალი", 1958 წელს. "მთანი მაღალნი" (1960 წ), "ლილე" (1965 წ), "გამოღვიძება" (1966 წ), "თოვაში შეხვედრა გაზაფხულთან" (1975 წ) და სხვა. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფილოსოფიურ და სამიჯნურო ლირიკასაც ("ჩემს ძველ ბინაში", "ჩემი ერთი უფერულო დღე", "და უნატრელი ის დღეც დადგება", "გუშინ არ ვიყავ...", "რა დრო გასულა", "რა იქნებოდა ეს სიჭაბუკე") და ა.შ. იყო ჟურნალების "ოქტომბრელის", "პიონერის", "დროშის", გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორი, გამომცემლობა "ლიტერატურა და ხელოვნების" დირექტორი. 1979 წელს გახდა გამომცემლობა „მერანის“ დირექტორი. რევაზ მარგიანის ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუმინულ, პოლონურ, ბულგარულ ენებზე. პოეტი დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის, ხალხთა მეგობრობის, ორი „საპატიო ნიშნის“ ორდენებით და მედლებით. გარდაიცვალა 1984 წელს.

ნაშრომები: 

  • რჩეული: ლექსები, ბალადები. პოემები. თბ., საბჭ. საქართველო. 1982.
  • რჩეული ლექსები და ბალადები. თბ., „საბჭ. საქართველო“, 1960.
  • რჩეული, (ლექსები). თბ., „საბჭ. მწერალი“, 1956.
  • აქა მშვიდობა. თბ., „კომუნისტი“, 1948.
  • გამოღვიძება. (ლექსები) თბ., 1966.
  • თითქმის ყველა ჩემი წიგნიდან. 1934-1967. ერთტომეული. თბ., „საბჭ. საქართველო“, 1970.
  • თოვაში შეხვედრა გაზაფხულთან. (პოემა), გმირულად დაღუპული მეგობრების ნათელ ხსოვნას ვუძღვნი ამ ლირიკულ პოემას. თბ., „საბჭ. საქართველო“, 1976.
  • თოვლაი, (ლექსები) თბ., ნაკადული, 1987.
  • თქვენდა სასიხარულოდ (ლექსები) თბ., „ნაკადული“, 1960.
  • ისევ ახალი. ლექსები. თბ., „საბჭ. მწერალი“, 1962.
  • (ლექსები) ირაკლი აბაშიძის და სხვ. რედ. თბ., „ლიტ და ხელოვნება“, 1967. (ქართული საბჭ. პოეზიის ბ-კა 50 წელი).
  • ლექსები. ბალადები. თბ., სახელგამი, 1954.
  • ლექსები, ბალადები. თბ., საბლიტგამი, 1954.
  • ლილე. რჩეული ლექსები. თბ., „საბჭ. საქართველო“, 1965.
  • მთიანი მაღალნი. რჩეული ლექსები და ბალადები. თბ., „საბჭ. საქართველო“, 1960.
  • მისალმებათა ნაკადი. (ლექსები) თბ., სახელგამი, 1952.
  • მუმლი მუხასა. ლექსები და ბალადები. თბ., „კომუნისტი“, 1946.
  • მხოლოდ ახალი (ლექსები), თბ., „საბჭ.მწერალი“, 1958.
  • რიჰას შემდეგ: (ლექსები). თბ., მერანი, 1986.
  • შარშან შარშანწინ და ცოტა ადრე. (ლექსები). თბ., „მერანი“, 1977.
  • ჩემი მეგობრები. თბ., საბლიტგამი, 1955.
  • ჩემს პატარა მეგობრებს. (თბ., საბლიტგამი, 1947.
  • წლების სახსოვრად. (ლექსები). თბ., „ნაკადული“, 1963.

ბიბლიოგრაფია