Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სერგი მაკალათია
ეთნოლოგი, ისტორიკოსი
date of birth 1893

1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტი. 1921-1935 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში უფროს მეცნიერ მუშაკად. 1926 წლიდან გარდაცვალებამდე სწავლობდა საქართველოს ცალკეული რეგიონებისა და ხეობების ისტორიულ ეთნოგრაფიას. სერგი მაკალათიას პირველი ეთნოგრაფიული ექსპედიცია 1923 წელს აბაშის რაიონში ჩატარდა, 1923-1939 წლებში აბაშის გარდა მოიარა მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, გალისა და ოჩამჩირის რაიონები, მოინახულა სამეგრელოს ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი და ისტორიული ძეგლი. შეკრებილი დიდძალი მასალა გადაამუშავა და 1941 წელს გამოსცა წიგნად "სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია", სამეგრელოში ხანგრძლივი ექსპედიციების შუალედში, 1928-1929 წლებში მთიულეთში იმოგზაურა. 1930 წელს გამოსცა მონოგრაფია "მთიულეთი." ამავე პერიოდში ს. მაკალათიამ მთის რაჭაშიც იმოგზაურა, სადაც საყურადღებო ეთნოგრაფიული მასალა შეაგროვა, უამრავი ხალხური თქმულება და ლექსი ჩაიწერა. ს. მაკალათია ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ პირველი პროფესოიონალი არქეოლოგი იყო. მის სახელთანაა დაკავშირებული რეკას, დვანის, ტყვიავის გათხრები და გვიანანტიკური სამარხების კვლევა. 1948 წელს მას მიენიჭა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის, ხოლო 1950 წელს პროფესორის წოდება. გარდაიცვალა 1974 წელს.