Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თეიმურაზ იოსელიანი
ბიოლოგი
date of birth 1929

1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1958-1961წლებში იყო ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1961-1976 წლებში უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და 1976-1983 წლებში ამავე ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე; 1960-1970 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანთა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის დოცენტი, 1978-2006წწ. კათედრის გამგე და 1970 წლიდან ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. 1974 წელს კითხულობდა ლექციების კურსს იენის (გერმანია), 1980 წელს ლუელის (აშშ) და 1985 წელს ჰომბურგ–საარის (გერმანია) უნივერსიტეტებში. არის ასოცდაათზე მეტი ნაშრომის და მათ შორის მონოგრაფიის - "ზურგის ტვინის ინტეგრაციული მოქმედებების ნერვული მექანიზმები" და სახელმძღვანელოების: "კუნთოვანი და ნერვული სისტემების ზოგადი ფიზიოლოგია", "ზოგადი ნეიროფიზიოლოგია", "ფიზიოლოგია, ვისცერალური სისტემები" ავტორი. 1959 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე – "ჟელატინოზური სუბსტანციის როლი ზურგის ტვინის რეფლექსურ მოქმედებაში’’, ხოლო 1968 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე – "ზურგის ტვინის ინტეგრაციული ნერვული მოქმედების მექანიზმები".