Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვარლამ თოფურია
ენათმეცნიერი
date of birth 1901

1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი საენათმეცნიერო განხრით. 1923 წლიდან დაიწყო მეცნიერული და პედაგოგიური მუშაობა. კითხულობდა ლექციებს თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში და სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1933-1938 წლებში განაგებდა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრას, 1935-1936 წლებში იყო თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და ქართული ენის კათედრის გამგე, 1936-1941 წლებში ხელმძღვანელობდა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებას, ხოლო 1941-1943 წლებში იყო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1943-1949 წლებში სათავეში ედგა საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენის ინსტიტუტს, ხოლო 1941-1960 წლებში ამავე ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილებას. 1945 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ხელმძღვანელობდა ახალი ქართული ენის კათედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენი რესპუბლიკური კომისიის მუშაობაში და მეცნიერული ტერმინოლოგიის შექმნაში. დიდ ყურადღებას უთმობდა ქართული ენის მორფოლოგიის, დიალექტოლოგიის საკითხებს. არის 150-ზე მეტი შრომის ავტორი. დიდი ღვაწლი მიუძღვის "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" და "ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის" შექმნაში. გარდაიცვალა 1966 წელს.

შრომები

  • შრომები. ტომი პირველი. თბ., “მეცნიერება”. 1967
  • შრომები. / სარედაქციო კოლეგია: ივ. გიგინეიშვილი და სხვ. თბ., “მეცნიერება”, 1979
  • ბრუნების სისტემისათვის სვანური სხვა ქართველურ ენათა ბრუნებასთან შედარებით. თბ., 1944 (საქ. სსრ მეცნ. აკადემია)
  • ბალსზემოური კილო. თოფურია, ბ., შანიძე, ა. თბ., 1939
  • გეოგრაფიულ სახელთა -თა სუფიქქსისათვის ქართულში. თბ., 1924
  • ზმნის უძველესი სუფიქსაციისათვის ქართულში. თბ., 1941
  • ზმნის ზოგიერთი თავისებურება გომარულში. თბ., 1924
  • ზოგიერთი ბრუნვის გენეზისისათვის მეგრულ-ჭანურში. 
  • კვლავ უმღაუტისათვის სვანურში. თბ., 1928
  • მესამე ტიპის ვნებითის წარმოება ქართულში. თბ., 1942
  • ნ და ს ფენებისათვის ქართველურ ენებში. თბ., 1941
  • ორთოგრაფიული ლექსიკონი. თოფურია, ვ და გიგინეიშვილი ი. მესამე გამოცემა. თბ., სახელგამი. 1949
  • ორთოგრაფიული ლექსიკონი. თოფურია, ვ და გიგინეიშვილი ი. მესამე გამოცემა. თბ., სახელგამი. 1946
  • ორმაგი უარყოფა ქართულში. თბ., 1924
  • ოცობითი თვლის სისტემისათვის ქართველურ ენებში. თბ., 1926
  • რ და ხ თანმხოვანთა მონაცვლეობისათვის სვანურ ზმნებში. თბ., სტალინის სახ. თსუ-ს გამომცემლობა. 1941

ბიბლიოგრაფია