Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მერაბ ელიოზიშვილი
მწერალი
date of birth 1934

1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1958 წელს ჟურნალ 'ცისკარში' გამოქვეყნდა მისი პირველი სამი მოთხრობა. 1961 წელს გამოაქვეყნა პირველი კრებული - ,,მოლოდინი’’.დაწერილი აქვს ორი პატარა წიგნი, მათგან ერთი რუსულ ენაზეც გამოიცა. ავტორია ორი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარისა. ერთი მათგანია 'თეთრი ქარავანი', ხოლო მეორე - 'დიდი მწვანე ველი'. მისი პირველი მოთხრობა 'ბებერი მეზურნეები' პიესადაც გადააკეთა, რომელმაც ყველაზე დიდი აღიარება მოუტანა. მისი ქმნილებები ფართო პოპულარობით სარგებლობს ჩვენს საზოგადოებაში. ბევრ მათგანზე საგანგებო მნიშვნელობის ფილმი თუ სპექტაკლი დაიდგა. მისი თხზულებებია: 'მოლოდინი' - 1961წ., 'დიდედები და შვილიშვილები' - 1964წ., 'სინოს წითელი ხარები'- 1968წ., 'ძმანო კახელნო' - 1974წ., 'კურდღლის სიმღერა' - 1987წ. და სხვა; პისები: 'სარკე', 'დათვები', 'ბერიკონი', 'არაფერი'; კინოსცენარები: 'გზები და გზაჯვარედინები', 'დიდედები და შვილიშვილები', 'ძროხის ქურდი', 'დიდი მწვანე ველი', 'დურდო გიორგობისთვის' და სხვ. მერაბ ელიოზიშვილი 15 წელზე მეტი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ღვთისმსახურებდა, მას დიაკვნობაში ეწოდა მამა ელიოზი (ელიოზიშვილი). გარდაიცვალა 2012 წლის 4 იანვარს.

შრომები

 

  • ბებერი მეზურნეები. თბ., “ნაკადული”, 1968
  • დიდედები და შვილიშვილები. თბ., “ნაკადული”, 1981.
  • დიდედები და შვილიშვილები. თბ., “ნაკადული”, 1964
  • კურდღლის სიმღერა. პირველი მეორე გამოცემა. თბ., “ნაკადული”, 1987
  • მოლოდინი [მოთხრობები]. თბ., “საბჭ. მწერალი”. 1961
  • პიესები და კინოსცენარები. თბ., “ხელოვნება”. 1982
  • სინოს წითელი ხარები. თბ., “ნაკადული”, 1968
  • წრებრუნვა. მოთხრობები. თბ., “მერანი”, 1991
  • ჰო თუ არა. ბალადები, ნოველები, საბადალოდ. თბ., “მერანი” 1987

ბიბლიოგრაფია