Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვალერიან გაბაშვილი
ისტორიკოსი
date of birth 1911

1932 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტი. 1950-1973 წლებში იყო თსუ-ის აღმოსავლეთის ისტორიის კათედრის გამგე (1950-1973), ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების აღმოსავლეთის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი (1957-1960), აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ფეოდალური ხანის აღმოსავლეთის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი. იკვლევდა აღმოსავლური ფეოდალიზმის გენეზისს, ქართული და აღმოსავლეთის ქალაქებისა და საქალაქო ცხოვრების ისტორიის პრობლემებს; აგრეთვე, ქართული სამართლის, დიპლომატიკის, წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის საკითხებს. ავტორია რომანისა „აივნიანი ქალაქი“. ვალერიან გაბაშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. გარდაიცვალა 1985 წელს.

შრომები

 

  • ვახუშტი ბაგრატიონი. თბ., “ნაკადული”. 1969
  • ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ქალაქების ისტორიიდან. თბ., 1966
  • ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან (ფეოდალური ხანა). თბ., 1957
  • ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან (ფეოდალური ხანა). თბ., 1954
  • საქართველოს ისტორიის აღმოსავლური მასალები. წიგნი პირველი. თბ., 1976 (რედ: გაბაშვილი, ვ.)
  • საქართველოს ისტორიის აღმოსავლური მასალები. წიგნი მეორე. თბ., 1979 (რედ: გაბაშვილი, ვ.)
  • სპარსული დასტურლამალი. თბ, 1949 (სტალინის სახელობის თ.ს.უ.-ს შრომები). 
  • ქართული ფეოდალური წყობილება XVI - XVII საუკუნეებში (შედარებითი შესწავლის ცდა). თბ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამომცემლობა, 1958
  • მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები. გაბაშვილი, ვ. და სხვ. თბ., 1963

ბიბლიოგრაფია