Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლევან გოთუა
მწერალი
date of birth 1905

1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი. 1941 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. ჟანრული თვალსაზრისით მის მრავალფეროვან შემოქმედებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისტორიული რომანი „გმირთა ვარამი“ (1958-1962). მასში ასახულია საქართველოს ყოფა XVI-XVII საუკუნეებში, როდესაც დაიწყო ფეოდალური სახელმწიფოს კრიზისი და დღის წესრიგში დადგა ახალი პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი. ასევე მისი ცნობილი ისტორიული რომანია „მითრიდატე“ (1971) რომელიც მწერალს დაუმთავრებელი დარჩა, მასში გადმოცემულია ქართველური ტომების ბრძოლა გაერთიანებისათვის I საუკუნეში. ისტორიულ თემაზეა შექმნილი გოთუას მოთხრობები „კრწანისის სევდა“ (1944), „ხანძთის ზარი“ (1945), „უგზო ქარავანი“ (1945) და სხვა. მასვე ეკუთვნის თანამედროვეობისადმი მიძღვნილი თხზულებანი: რომანი „ლეკვი ლომისა“ (1963), მოთხრობები „ნისლი ნახატარის ტყეში“ (1959), „ფიქრები თოკის კიბეზე“ (1960), „ფრესკის მეორე დაბადება“ (1961) და სხვა. ლევან გოთუა ავტორია დრამებისა „მეფე ერეკლე“ (1942), „უძლეველნი“ (1943), „დავით აღმაშენებელი“ (1945), „სამსახეობა რაინდისა“ (1946), რომლებიც იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე. აღსანიშნავია, რომ ლევან გოთუა იყო 1920-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი და საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. გარდაიცვალა 1973 წელს.

შრომები

  • გმირთა ვარამი. ტეტრალოგია: 8 ტომად / წიგნი III, ნაწილი I. სარედაქციო ჯგუფი: ზურაბ აბაშიძე, ირმა ხარშილაძე. თბ., პალიტრ L. 2012
  • შვიდტომეული: ტომი 1. პროზა: გმირთა ვარმი, ტეტრალოგია. თბ., პალიტრა L, 2013.
  • შვიდტომეული: ტომი 2. პროზა: გმირთა ვარმი, ტეტრალოგია. თბ., პალიტრა L, 2013.
  • შვიდტომეული: ტომი 3. პროზა: გმირთა ვარმი, ტეტრალოგია. თბ., პალიტრა L, 2013.
  • შვიდტომეული: ტომი 4. პროზა: გმირთა ვარმი, ტეტრალოგია. თბ., პალიტრა L, 2013.
  • შვიდტომეული: ტომი 6. პროზა: გმირთა ვარმი, ტეტრალოგია. თბ., პალიტრა L, 2013.
  • შვიდტომეული: ტომი 7. პროზა: გმირთა ვარმი, ტეტრალოგია. თბ., პალიტრა L, 2013.
  • გმირთა ვარამი: რომანი 4 წიგნად. თბ., “რენესანსი”, 1991
  • გმირთა ვარამი. ოთხ წიგნად. თბ., “მერანი”, 1992
  • გმირთა ვარამი: რომანი 4 წიგნად. თბ., “რენესანსი”, 1992
  • გმირთა ვარამი. რომანი 4 წიგნად. თბ., “საბჭოთა საქართველო”, 1966
  • გმირთა ვარამი. რომანი 4 წიგნად. თბ., “საბჭოთა საქართველო”, 1965
  • გმირთა ვარამი. რომანი 4 წიგნად. თბ., “საბჭოთა საქართველო”, 1962
  • გმირთა ვარამი. რომანი 4 წიგნად. თბ., “საბჭოთა საქართველო”, 1960
  • გმირთა ვარამი. რომანი 4 წიგნად. თბ., “საბჭოთა მწერალი”, 1959
  • გმირთა ვარამი. რომანი 4 წიგნად. თბ., “საბჭოთა მწერალი”, 1958
  • თხზულებათა კრებული 6 ტომად. ტომი 1. თბ., “საბჭოთა საქართველო”. 1975
  • თხზულებათა კრებული 6 ტომად. თბ., 1979
  • თხზულებათა კრებული 6 ტომად.თბ., “საბჭოთა საქართველო”, 1980
  • თხზულებათა კრებული 6 ტომად.თბ., “საბჭოთა საქართველო”, 1981
  • კრწანისის სევდა [მოთხრობები და ნარკვევები]. თბ., “საბჭოთა მწერალი”, 1957
  • ლეკვი ლომისა. რომანი. თბ., “ლიტერატურა და ხელოვნება”, 1965
  • მატიანური. თბ., “ლიტერატურა და ხელოვნება”, 1968
  • მგზავრული კრიალოსანი. თბ., “ნაკადული”, 1960
  • მელია და ცუტუნა [ზღაპარი]. თბ., “საბლიტგამი”, 1944
  • მითრიდატე. რომანი. ტომი 1. თბ., “საბჭოთა საქართველო”, 1970
  • მოთხრობები. ლეკვი ლომისა. ნისლი ნატახტარის ტყეში. თბ., “საბჭოთა საქართველო”, 1973
  • ნისლი ნატახტარის ტყეში. მოთხრობები. თბ., “საბჭოთა საქართველო”, 1974
  • უგზო ქარავანი. თბ., “ნაკადული”, 1966
  • ჩვენი ჩუქურთმიანი თანამგზავრები [არქიტექტურული ძეგლების დაცვის შესახებ საქართველოში]. თბ., “ნაკადული”, 1962

ბიბლოგრაფია