Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გრიგოლ ბაბილოძე
პედაგოგი
date of birth 1908

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი. 1958 წელს გახდა პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას აჭარაში. სხვადასხვა დროს იყო სკოლის დირექტორი, განათლების განყოფილების გამგე, სამასწავლებლო ინსტიტუტის ლექტორი, ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრის გამგე (1962-1974). ხელმძღვანელობდა საქართველოს პედაგოგიური საზოგადოების აჭარის განყოფილებას. მნიშვნელოვანი ნაშრომები შექმნა აჭარის სახალხო განათლების ისტორიის დარგში. გარდაიცვალა 1981 წელს.