Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ალექსანდრე ასლანიკაშვილი
გეოგრაფ-კარტოგრაფი
date of birth 1916

1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი. იყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი, 1980 წლიდან გარდაცვალებამდე — ამავე ინსტიტუტის დირექტორი. 1966-1975 წლებში - ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის კარტოგრაფიის რედაქციის გამგე. ასევე, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1969). ალექსანდრე ასლანიკაშვილის ძირითადი ნაშრომები მიეძღვნა კარტოგრაფიის ზოგადი თეორიისა და საქართველოს კარტოგრაფიის საკითხებს. „საქართველოს სსრ ატლასის“ შექმნაში მონაწილეობისათვის მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია (1971). დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორი ორდენით და მედლებით. გარდაიცვალა 1981 წელს.

ბიბლიოგრაფია

  • გეომორგოლოგიური ბლოკდიაგრამები და მათი აგების მეთოდები (დამხმარე სახელმძღვანელო გეოგრაფიული და გეოლოგიური სპეციალობის სტუდენტთათვის). თბ. სტალინის სახ. თ.ს.უ-ს გამომცემლობა, 1955
  • კარტოგრაფია. ზოგადი თოერიის საკითხები. ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არსებობის 50 წლისთავზე. თბ., “მეცნიერება” 1968
  • კარტოგრაფია. ზოგადი თეორიის საკითხები, ეძღვნება თსუ-ს არსებობის 50 წლისთავზე. თბ., “მეცნიერება” 1968
  • რა უნდა ვიცოდეთ გეოგრაფიული რუქის შესახებ. თბ. საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1952