Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქრისტეფორე არეშიძე
ქიმიკოსი
date of birth 1906

1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქრისტეფორე არეშიძემ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ნავთობის ქიმიური და ორგანული კატალიზის განვითარებას. აღმოაჩინა ალკოლციკლოპენტენური ნახშირწყალბადების იზომერიზაციის ახალი რეაქცია. შეიმუშავა გოგირდიანი ნავთობპროდუქტების განგოგირდების ორიგინალური მეთოდი და ახლებურად ახსნა ნავთობის თანმხლებ წყლებსა და აირებში გოგირდწყალბადის არსებობა. გუმბრინის ბაზაზე მოამზადა ნიკელის, ქრომისა და სხვა ლითონების კატალიზატორები, რომელთაგან ზოგიერთი ქიმიურ და კვების მრეწველობაში დაინერგა. ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ყოფილ სსრკ-ში სინთეზური ცეოლითების კატალიზური თვისებების შესწავლა. ქ. არეშიძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1969), წევრ-კორესპონდენტი 1961). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1962), პ. მელიქიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1974). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. გარდაიცვალა 1982 წელს.

შრომები

  • გამოკვლევები ორგანულ კატალიზში. თბ.: უნივერსალი. 2006.
  • ნ. ზელინსკის შემოქმედებითი გზა. თბ., “მეცნიერება”, 1979. (საქ. სსრ მეცნ. აკადემია. პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი).
  • მირზაანის ნავთობის ქიმიური შემადგენლობა. არეშიძე ქრ. და სხვ. თბ., 1942.