Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვლადიმერ ანთაძე
მიკრობიოლოგი
date of birth 1898

1924 წელს დაამთავრა თსუ სამკურნალო ფაკულტეტი. 1937-1974 წლებში განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის, ვირუსილოგიისა და იმუნოლოგიის კათედრას. 1944-1960 წლებში იყო თბილისის ვაქცინებისა და შრატების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში, 1960 წლიდან კი კონსულტანტი. 1944 წლიდან საქართველოს ეპიდემიოლოგთა, მიკრობიოლოგთა და ინფექციონისტთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარეა, 1958 წლიდან სსრკ (ახლანდელი რუსეთი) ი. მეჩნიკოვის სახელობის ეპიდემიოლოგთა, მიკრობიოლოგთა და ინფექციონისტთა სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრი. იკვლევდა სამხარეო ინფექციურ სნეულებათა ეტიოლოგიის, ეპიდემიოლოგიის, იმუნოლოგიისა და ბაქტერიოფაგიის საკითხებს. გარდაიცვალა 1992 წელს.

შრომები

ბრუცელოზი (ეპიდემიოლოგიური ნარკვევი). თბ.: საქმედგამი. 1947.