Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ალიო ადამია
მწერალი, პუბლიცისტი
date of birth 1914

1934 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1931 წელს. 1932 წელს გამოვიდა მისი პირველი ლექსების კრებული: ,,რამდენიმე ლექსი’’. მომდევნო პოეტური კრებულებიდან აღსანიშნავია: "ქორწილი კოლხიდაში" (1941), "მესხეთის გაზაფხული" (1949), "უბის წიგნიდან" (1953), "ცისფერი აივანი" (1964), "სიყვარულისა და სიკვდილის ბალადა" (1969). ალიო ადამია ასევე ავტორია მოთხრობების და ნარკვევების კრებულებისა - "სოფლის გზებზე" (1948), "დილა მტკვრის ხეობაში" (1952), "ხერგა" ამარცხებს "რიონს" (1967), რომანისა "დიდი და პატარა ეკატერინე" (1973) და ა.შ. 1930-1936 წლებში მუშაობდა გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის", ხოლო 1942-1954 წლებში ,,კომუნისტის’’ რედაქციებში. 1963-1968 წლებში იყო გამომცემლობა "ხელოვნების" დირექტორი. 1963-1968 წლებში "მერანის" განყოფილების გამგე, 1968-1980 წლებში გაზეთ "საბჭოთა საქართველოს" მთავარი რედაქტორი. გარდაიცვალა 1980 წელს.

ბიბლიოგრაფია

შრომები

  • დამნაშავის კვალდაკვალ. რედ - ადამია, ალ. თბ., 1969.
  • დედის ზმანება. ლექსები. თბ.: საბჭოთა მწერალი. 1962.
  • დიდი და პატარა ეკატერინე. ხელმეორე გამოცემა. თბ.: ნაკადული, 1989.
  • დიდი და პატარა ეკატერინე [რომანი]. თბ.: “საბჭოთა საქართველო”. 1977.
  • დიდი და პატარა ეკატერინე [რომანი]. თბ.: ნაკადული. 1974.
  • დიდი და პატარა ეკატერინე. რომანი. თბ.: “საბჭოთა საქართველო”. 1972.
  • დილა მტკვრის ხეობაში. მოთხრობები. თბ.: საბჭოთა მწერალი. 1952.
  • ლექსები. ბალადები. თბ.: მერანი. 1988.
  • ლექსები. რედ - ირაკლი აბაშიძე და სხვ. თბ.: ლიტ. და ხელოვნება. 1967.
  • მსახიობის სიკვდილი. დრამა 4 მოქმ, 5 სურათად. თბ.: ხელოვნება, 1958.
  • სიკვდილი ერთი დღით ადრე. რომანი. თბ.: მერანი, 1979.
  • სიმღერა მაისის ცვარში [ლექსები]. თბ.: ნაკადული, 1970.
  • სოფლის გზებზე. ნარკვევი. თბ.: სახელგამი, 1948.
  • უბის წიგნაკიდან [ლექსები]. თბ.: საბლიტგამი, 1953.
  • ქორწილი კოლხიდაში. თბ.: სახელგამი, 1941.
  • ყარნაბას ნაპირებზე. თბ.: სახელგამი, 1951.
  • შეხვედრა მერხეულში. თბ.: კომუნისტი. 1946.
  • შვიდნი ძმანი მურზაყანნი. ლექსები და ბალადები. თბ.: მერანი. 1975.
  • ცისფერი აივანი. [ლექსები და ბალადები]. თბ.: საბჭოთა საქართველო, 1964.
  • “ხერგა” ამარცხებს რიონს [მოთხრობები]. თბ.: საბჭოთა საქართველო. 1967.
  • ხექალა. ბალადები. თბ.: საბლიტგამი. 1959.
  • ხექალა. ბალადები. თბ.: საბლიტგამი. 1958.