Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სერგო ამაღლობელი
კრიტიკოსი, დრამატურგი
date of birth 1899

1920-1924 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და ეკონომიკურ ფაკულტეტზე, ამავე დროს მუშაობდა გაზეთ „ტრიბუნაში“. 1924-1928 წლებში ლექციებს კითხულობდა თსუ-სა და კონსერვატორიაში. 1925 წელს იყო რუსთაველის თეატრის დირექტორი, 1928-1936 წლებში სათავეში ედგა მოსკოვის სხვადასხვა შემოქმედებით დაწესებულებას. 1928-1937 წლებში მოსკოვის ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა სერგო ამაღლობელის კრიტიკული და თეორიული წერილები თეატრისა და კინოს შესახებ. მისი მნიშვნელოვანი ნაშრომებია: „თეატრისა და კინოს პრობლემები“, თბ., 1928; მოსკოვში რუსულ ენაზე გამოცემული „ქართული თეატრი“, 1930; „დიდი ბრძოლების დრამატურგია“, 1933; „მცირე თეატრი“, 1935. გარდაიცვალა 1946 წელს.

შრომები

მასზე: “სერგო ამაღლობელი”. ავტორი: იოსელიანი ჯ. თბ., 1978.