Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბაჩანა ბრეგვაძე
მწერალი, მთარგმნელი
date of birth 1936

1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1962-66 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობით. 1961-66 წლებში თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტია, 1973-1994 წლებში - საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის მხატვრული თარგმანისა და „რუსთაველის ბიბლიოთეკის“ რედაქციის გამგე. 2001 წლიდან 2006 წლამდე ბაჩანა ბრეგვაძე აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილების წამყვანი მეცნიერ თანამშრომელია. 1999 წლიდან კი - ფილოსოფიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. 1994 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1996 წელს კი — სადოქტორო დისერტაცია. მთარგმნელობითი და სამეცნიერო მოღვაწეობის პარალელურად, სხვადასხვა დროს, კითხულობდა ლექციებს თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე. 2013 წელს ბაჩანა ბრეგვაძე აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად. გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ფილოსოფიური, ფილოლოგიური შრომებისა და მსოფლიოს ფილოსოფიური, რელიგიური, ესთეტიკური, სოციოლოგიური, ისტორიული თუ ლიტერატურული კლასიკის შედევრთა თარგმანების ათეულობით წიგნი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა, დედნების ენიდან არის შესრულებული. დაჯილდოებულია ღირსების ორი ორდენით (1995 და 2005წ.) სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს ივანე მაჩაბლის, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, საბას (ორგზის), და დავით აღმაშენებლის პრემიები.