Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნოდარ ანდღულაძე
მომღერალი
date of birth 1927

1950 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1963 წელს - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. 1956 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. პარალელურად (1953-1959) - თსუ კავკასიური ენების კათედრის პედაგოგია. იკვლევდა იბერიულ-კავკასიური ენების შედარებითი გრამატიკის საკითხებს (ა. ჩიქობავას ხელმძღვანელობით). იგი იყო ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1954), საქართველოს სახალხო არტისტი (1965). 1961-1962 წლებში სტაჟიორად მიავლინეს მილანის საოპერო თეატრ "ლა სკალაში" . ნ. ანდღულაძე 1968 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგია, 1981 წლიდან - პროფესორი, 1974 წლიდან - სოლო სიმღერის კათედრის გამგე. მისი მოწაფეები არიან: ნ. გამგებელი, თ. გუგუშვილი, გ. კარიაული, გ. ლომთაძე, მ. ნამორაძე, ნ. ნაჭყეპია, თ. ჩაჩავა, ა. ჭურღულია და სხვა. ანდღულაძე ავტორია მევნიერული გამოკვლევებისა ვოკალური ხელოვნების თეორიის, ისტორიისა და მეთოდიკის დარგში. იყო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (მოსკოვი, 1958). ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის მფლობელი (1977). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გარდაიცვალა 2013 წლის 30 იანვარს, 85 წლის ასაკში.

ბიბლიოგრაფია

შრომები

მასზე: “ნოდარ ანდღულაძე”. ავტორი: აფაქიძე, ი. თბ., 1987.