Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შალვა ამირანაშვილი

date of birth 1899

1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი (თსუ-ის პირველი გამოშვება). 1923-1925 წლებში მუშაობდა მოსკოვსა და ლენინგრადში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-სა და სამხატვრო აკადემიაში. თსუ-ს ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე (1925-იდან), 1939-1975 წლებში საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. ამირანაშვილი ქართული ხელოვნების ისტორიის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი იყო საქართველოში. იგი ითვლება აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის ერთ-ერთ უახლოეს მოწაფედ. მისი განმაზოგადებელი ნაშრომები ხელოვნების აქტუალურ საკითხებს ეხება. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ძეგლთა დაცვისა და შეგროვების საქმეში. 2001 წელს მისი პირადი ბიბლიოთეკა და ნივთები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადაეცა. იგი იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1943), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკამედიკოსი (1955), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1959), პროფესორი (1936), სსრკ მუზეუმების ეროვნული კომიტეტისა და მეუზეუმების საერთაშორისო საბჭოს წევრი (1957). საქართველოს VI და VII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით, სამი სხვა ორდენითა და მედლებით. გარდაიცვალა 1975 წელს.

ბიბლოგრაფია

შრომები

  • ბექა ოპიზარი. თბ.: ხელოვნება. 1956.
  • ბექა ოპიზარი. თბ.: ფედერაცია. 1937.
  • ვეფხისტყაოსანი ძველ ქართულ ხელოვნებაში. თბ.: საბჭოთა საქართველო. 1968.
  • ივანე ჯავახიშვილი და ქართული კულტურის ზოგიერთი საკითხი. ამირანაშვილი შ., მეტრეველი რ. თბ., 1976.
  • ნარკვევები ქართული ხელოვნების ისტორიიდან / რედ- ზ. სხირტლაძე. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბ. სახ. უნივერსიტეტი. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. თბ.: თსუ, 2019.
  • საქართველოდან სხვადასხვა დროს გატანილი სამუზეუმო განძეულობა და მისი დაბრუნება. თბ.: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 1978.
  • საქართველოდან სხვადასხვა დროს გატანილი სამუზეუმო განძეულობა და მისი დაბრუნება. თბ.: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 1968.
  • საქართველოს წვლილი მხატვრული კულტურის საგანძურში. თბ.: საბჭოთა საქართველო. 1965.
  • უბისი. მასალები ქართული კედლის მხატვრობის ისტორიისათვის. თბ.: სსსრ გან. სახ. კომიტეტის სამეცნიერო დაწეს. 1930.
  • უბისის ფრესკები:  [ალბომი]. თბ., 1987.
  • ქართველი მხატვარი დამიანე. [საზოგადოებრივი სარედაქციო კოლეგია: ოთარ თაქთაქიშვილი, გიორგი თავამაიშვილი, ოთარ ეგაძე]. თბ.: ხელოვნება, 1974.
  • ქართული კედლის მხატვრობის დასურათებული დედნის ფრაგმენტები. თბ., 1925.
  • ქართული ხელოვნების ისტორია. თბ.: ხელოვნება. 1971.
  • ქართული ხელოვნების ისტორია. თბ.: ხელოვნება. 1961.
  • ქართული ხელოვნების ისტორია I. თბ., საქ. მეცნ. აკადემია. 1944.
  • ხახულის კარედი. თბ.: ხელოვნება. 1972.
  • ხონის ეკლესიის წმინდა გიორგის ხატი. თბ.: 1924.