Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნოდარ ბიბილაშვილი
გეოფიზიკოსი
date of birth 1930

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის იალბუზის ექსპედიციაში, შემდგომ იალბუზის მაღალმთიან გეოფიზიკის ინსტიტუტში (ნალჩიკი, 1954-1966). 1966 წლიდან იყო ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1969 წლიდან - ნალჩიკის ღრუბლების ფიზიკისა და აქტიური ზემოქმედების ლაბორატორიის გამგე. 1969 წელს მეცნიერებათა და კონსტრუქტორთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებისა და ჭურვების გამოყენებით სეტყვასთან ბრძოლის მეთოდისა და საშუალებათა დამუშავებისა და დანერგვისათვის.