Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვერა ბარდაველიძე
ეთნოგრაფი
date of birth 1899

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი 1923 წელს. სწავლა გააგრძელა ლენინგრადში, მატერიალური კულტურის აკადემიის ასპირანტურაში (1926-1929). 1931 წლიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ სამეცნიერო-პედაგიოგიურ მუშაობას ეწეოდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში (ენიმკი), თსუ-ის ეთნოგრაფიის კათედრაზე და შემდგომ ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. 1965 წლიდან იყო ამ ინსტიტუტის საქართველოს ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე. 1957 წ. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 1966 წლიდან პროფესორია. 1963 წ. მიენიჭა საქ. სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. ვ. ბარდაველიძის შრომები ეძღვნება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სულიერი კულტურის პრობლემებს (ასტრალური რწმენა-წარმოდგენები, ღვთაებათა პანთეონი, ნაყოფიერება-გამრავლებასთან დაკავშირებული კულტები და რიტუალები, ქართული ხალხური დღეობათა კალენდარი, ხალხური ორნამენტი, საწესო გრაფიკული ხელოვნება და მრავალი სხვა). ვერა ბარდაველიძე გარდაიცვალა 1970 წლის 23 ოქტომბერს.

ბიბლიოგრაფია

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები.  თბ. „მეცნიერება“ (საქ. სსრ ივ. ჯავახიშვილის. სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტი) ტ. 2, 1985.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები.  თბ. „მეცნიერება“ (საქ. სსრ ივ. ჯავახიშვილის. სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტი) ტ. 2, 1982.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები.  თბ. „მეცნიერება“ (საქ. სსრ ივ. ჯავახიშვილის. სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტი) ტ. 1, 1974.

სვანური ხალხური დღეობათა კალენდარი, ტ. 1, ტფ. სსრკ მეცნიერება აკად. საქ. ფილიალი. 1939.

სვანური ხალხური დღეობათა... I ახალწლის ციკლი. პროფ. ა.შანიძის რედაქციით.

ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან (ღვთაება ბარბარბარ) თბ. საქ. სსრ მეც აკად. ტამ.ბა 1941.

ქართველი ხალხის სულიერი ყოფა და კულტურა (პროგრამა-კითხვარი) თბ. მეცნიერება (ივ.ჯავახიშვილის სახ.ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინ-ტი) 1988.

ქართული (სვანური) საწესო გრაფიკული ხელოვნების ნიმუშები. თბ. საქ. სსრ. მეცნ.აკად. გამ-ბა. 1953.

110 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებათა კრებული/რედაქტორები: ქ.ხუციშვილი, ნ.მინდაძე. თბილისი: უნივერსალი, 2013.

მასზე. საზარაძე, ნ.ცაგარეიშვილი, თ. წმინდა ხის კულტი საქართველოში (მითოლოგიური პარალელები) თბ. 1999.

ბარდაველიძე, ჩიტაია.გ. ხევსურული, ქართულ-რუსულ-ფრანგული შესავალი. XXXIV ტაბულა. ტფ. სსრკ. მეცნ. აკად. საქ. ფილიალი. 1939.