Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გერცელ ბააზოვი
მწერალი
date of birth 1904

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტის იურიდიული განყოფილება 1926 წელს. ერთხანს ადვოკატად მუშაობდა, შემდეგ იყო ჟურნალ "საბჭოთა სამართლის" რედაქციის პ/მგ. მდივანი. 1918 წელს ქუთაისის გაზეთ "ებრაელის ხმაში" გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსები. 1922 წლიდან თბილისის ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა მისი ლექსები, წერილები და თარგმანები. 1924-1925 ბააზოვის ინიციატივით დაარსდა ქართველ ებრაელთა თვითმოქმედი დრამატული დასი "კადიმა". გ. ბააზოვის პირველი დრამატული ნაწარმოები იყო ალეგორიულ-სიმბოლური ხასიათის დრამა "დილლეამარი". ერთსულოვანი აღიარება მოუტანა ბააზოვს ქართველ ებრაელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველმა პოემამ "მუნჯები ალაპარაკდნენ" (1931). 1938 წელს ბააზოვი ემსხვერპლა საბჭოთა პოლიტიკურ რეპრესიებს.