Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

არდევან ახვლედიანი
ექიმი
date of birth 1897

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1924 წლიდან მუშაობდა სვანეთში, სადაც შეისწავლა ენდემური ჩიყვი, გამოიკვლია საქართველოში ამ დაავადების გავრცელების მიზეზები. აგრეთვე შეისწავლა სოფ. მუაშის მინერალური წყლების სამკურნალო თვისებები, რამაც განაპირობა მუაშის კურორტად აღიარება. 1939-1942 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი. შეადგინა მეანობის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე. არდევან ახვლედიანი გარდაიცვალა 1942 წელს.

შრომები

მეანობა და გინეკოლოგია. საშუალო სკოლებისთვის, რეცეპტურით და პროგრამით. პოფ. პ. შუშანიას რედაქციით. თბ.: საქბიომედგამი. 1937.