Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მურმან ლებანიძე
პოეტი
date of birth 1922

1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1946 წლიდან მუშაობდა საყმაწვილო-სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში, საქართველოს ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტის მთავარ რედაქტორად. 1978 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანია. ლირიკული ლექსების პირველი კრებული 1950 წელს გამოაქვეყნა. მურმან ლებანიძე ნაყოფიერად მუშაობდა მთარგმნელობით სფეროშიც. მან თარგმნა იაპონური, კლასიკური და ძველი ეგვიპტური პოეზიის ძველი ნიმუშები, რედიარდ კიპლინგის, რობერტ ბერნსის ლექსები, შექმნა რუსული კლასიკური პოეზიის მიკროანთოლოგია (კრებული „უკვდავი ყვავილები“, 1971). .მურმან ლებანიძის ლექსები თარგმნილია რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, უკრაინულ, ფრანგულ, გერმანულ და ჩეხურ ენებზე.იგი დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით.1972 წელს მურმან ლებანიძეს მიენიჭა შოთა რუსთაველისა სახელმწიფო პრემია. აგრეთვე დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.მურმან ლებანიძე გარდაიცვალა 2002 წლის 17 აგვისტოს, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.