Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სიმონ ჯანაშია
ისტორიკოსი
date of birth 1900

1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იყო ამავე უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1941-47 წ.წ. ასრულებდა მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტისა და ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობას. 1943 წელს არჩეულ იქნა სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. ჯანაშიას სამეცნიერო მოღვაწეობის მთავარი სფერო იყო ქართველი ერისა და იბერიულ-კავკასიური ხალხების ეთნოგენეზისი; იგი იკვლევდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საქართველოსა და კავკასიაში ფეოდალიზმის დაფუძნება, ძველი საქართველოს ისტორია, არქეოლოგია, კოლხეთისა და იბერიის სამეფოების ისტორია, ქრისტიანობის ისტორია საქართველოში. ს. ჯანაშია არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის (მათ შორის 10 მონოგრაფიის) ავტორი. 1940-იან წლებში ჯანაშია იყო მცხეთასა და არმაზში არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების ერთ-ერთი ორგანიზატორი. გარდაიცვალა 1947 წელს თბილისში. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

 

შრომები

  • შრომები. ტ. 1, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1949.
  • შრომები. ტ. 2, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1952.
  • შრომები. ტ. 3, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1959.
  • შრომები. ტ. 4, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1968.
  • შრომები. ტ. 5, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1987.
  • შრომები. ტ. 6, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1988.
  • არაბობა საქართველოში, ტფ.: დაუსწ. პედ. ინ-ტის გამ-ბა, 1936.
  • საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან 19 საუკუნის დამდეგამდე, თბ.: 1943.
  • საქართველო ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1937.
  • ფეოდალური რევოლუცია საქართველოში. ნარკვევი ფეოდალიზმის წარმოშობის ისტორიიდან საქართველოში, ტფ.: თსუ გამომცემლობა, 1935.
  • ქართლის ცხოვრების ძველი და ახალი ფურცლები, თბ.: სსსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1942.
  • ცხოვრებაი საბა ასურისაი, ტფ.: 1925.
  • საქართველოს ისტორია. ნაწილი 1, თბ.: 1946.

ბიბლიოგრაფია