Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გურამ რჩეულიშვილი
მწერალი
date of birth 1934

1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა 1957 წელს. სულ სამიოდე წელი იღვაწა სამწერლო ასპარეზზე. მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა გამოქვეყნდა: „შემოდგომა ბაბუა კოტესი“, „სათაგური“, „სიყვარული მარტის თვეში“, „ნელი ტანგო“, „თვირთვილა“, „უსახელო უფლისციხელი“ და „სიკვდილი მთაში“. მოთხრობათა პირველი კრებული „სალამურა“ მისი გარდაცვალების შემდეგ 1961 წელს გამოიცა. რჩეულიშვილის პროზამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება თემატიკის მრავალფეროვნებით, დოკუმენტურთან დაახლოებული სტილით, ტევადი, დაწურული დიალოგებით, თხრობის სიზუსტით. მისი ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ, უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე. გარდაიცვალა 1960 წლის 23 აგვისტოს, დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

ნაშრომები:

 

  • ალავერდობა, თბ.: ნაკადული, 1967.
  • ექვსტომეული: ტ. 1: მოთხრობები, თბ.: პალიტრა L, 2011.
  • ექვსტომეული: ტ. 2: მოთხრობები, თბ.: პალიტრა L, 2011.
  • ექვსტომეული: ტ. 3: მოთხრობები, თბ.: პალიტრა L, 2012.
  • ექვსტომეული: ტ. 4: დრამატული ნაწარმოებები, თბ.: პალიტრა L, 2012.
  • ექვსტომეული: ტ. 5: დღიურები, ჩანაწერები 1956-1960 წლები, თბ.: პალიტრა L, 2012.
  • ექვსტომეული: ტ. 6: პოეზია, წერილები, თბ.: პალიტრა L, 2012.
  • სალამურა: მოთხრობები, თბ.: ნაკადული, 1961.
  • სად გაექცევი ზამთრის ღამეს: [კრებული], თბ.: საბჭოთა საქართველო, 1985.
  • დევების ცეკვა: მოთხრობები/ შემდგ: მ.რჩეულიშვილი; მთავარი რედ: ლ.ნადარეიშვილი; მხატვარი; ე. ორაგველიძე; თბ: საქ. ი. ჭავჭავაძის სახელ. მწიგნობართა ასოციაცია; ფავორიტი, 2007.
  • ექვსტომეული: ტომი 1: მოთხრობები; 1956 წელი. თბილისი: პალიტრა L, 2011. (ჩემი რჩეული ტ.32).
  • ექვსტომეული: ტომი 2: მოთხრობები; 1957 წელი. შემდგენელი: მარინე რჩეულიშვილი, თბილისი: პალიტრა L, 2011. (ჩემი რჩეული ტ.33).
  • ექვსტომეული: ტომი 3: მოთხრობები; 1958-1960 წელი. შემდგენელი: მარინე რჩეულიშვილი, რედ: ზ. აბაშიძე, მ. ჯანელიძე. თბილისი: პალიტრა L, 2011. (ჩემი რჩეული ტ.34).
  • მოთხრობები. თბ., „საბჭ საქართველო“, 1977.
  • მოთხრობები-პიესა. თბ., „საბჭ. საქართველო“, 1965.
  • ნელი ტანგო: მოთხრობები/ სარედაქციო ჯგუფი: ზურაბ აბაშიძე, მანანა ჯანელიძე, ირმა ხარშილაძე. თბილისი: პალიტრა L, 2010. (სერია: ქართული პროზის საგანძური; ტომი 5).
  • სად გაექცევი ზამთრის ღამეს. / შემდგ: თბ., „საბჭ. საქართველო“, 1985.
  • სალამურა. (მოთხრობები. გ. შატბერაშვილის ბიოგრ. ცნობებით). თბ., „ნაკადული“ 1961.

ბიბლიოგრაფია
ბიბლიოგრაფია