Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი არსენიშვილი
მათემატიკოსი
date of birth 1942

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი. იყო ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 54 სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოების ავტორი. 1969-1971წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1971-1977წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ინსტიტუტის ფაკულტეტის დოცენტი; 1973-1974წწ. გაიარა სამეცნიერო სტაჟირება ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში; 1977-1982წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი; 1981-1997წწ. მის მიერ დაარსებული მათემატიკური მეთოდების გამოყენების კათედრის გამგე; 1995-2000წწ. საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული კახეთში; 2000-2001წწ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი; 2001-2004წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვენიაში, სლოვაკიაში, ჩეხეთში; გ. არსენიშვილი იყო სხვადასხვა ორგანიზაციის და ასოციაციის საპატიო წევრი. გარდაიცვალა 2010 წლის 17 ნოემბერს, დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

ბიბლიოგრაფია

შრომები

  • მასობრივი მომსახურების თეორია: ლექციათა კურსი. მექანიკა-მათემატიკის, კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. თბ.: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 1984.
  • ეკონომიკური გეოგრაფიის მათემატიკური მეთოდები: (ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის ელემენტებით). თბ.: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1983.
  • საკონკურსო ამოცანები მათემატიკაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემსვლელთათვის. არსენიშვილი გ., ჭილაშვილი გ. თბ.: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 1990.