Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი წერეთელი
ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდე
date of birth 1904

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი 1927 წელს. შემდეგ ლენინგრადში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში სწავლობდა ორიენტალისტიკას. ასპირანტურის დამთავრებისთანავე მიიწვიეს ლენინგრადის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტის არაბული ენის დოცენტად. 1933-1936 წლებში იყო ახლო აღმოსავლეთის ენათა განყოფილების ხელმძღვანელი, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში. 1941 წელს არმაზის ბილინგვის აღმოჩენის შემდეგ, წარწერის გაშიფვრა გიორგი წერეთელმა მოახერხა. 1942 წელს მას დისერტაციის დაუცველად მიანიჭეს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მონოგრაფიისათვის „არმაზის ბილინგვა“. 1942 წლიდან პროფესორია. გიორგი წერეთლის ინიციატივით დაარსდა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სემიტოლოგიის კათედრა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი (1960 წ.). აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ამჟამად მის სახელს ატარებს. უმნიშვნელოვანესია წერეთლის სემიტოლოგიური გამოკვლევები, რომელთა მეშვეობითაც გამოვლინდა არამეული დამწერლობის ახალი - „არმაზული არამეულის“ - სახეობა. გიორგი წერეთელს დიდი დამსახურება მიუძღვის „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დადგენის საქმეში. გიორგი წერეთელი იყო აღმოსავლეთმცოდნეობის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პოლონეთის ორიენტალისტთა საზოგადოების საპატიო წევრი, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო სააზიო საზოგადოების საპატიო წევრი. გარდაიცვალა 1973 წლის 9 სექტემბერს.