Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ირაკლი ბათიაშვილი
ფილოსოფოსი
date of birth 1961

1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, 2002 წელს კი - ჯორჯ მარშალის ევროპული ცენტრის საერთაშორისო და უსაფრთხოების სპეციალური ინსტიტუტის უმაღლესი კურსი. 1983-1990 წწ. იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1987-1991 წწ. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი; 1994-1995 წწ. ანალიზის და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი; 2004-2006 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; ფილოსოფიის დოქტორი (2004). 2006-2008 წწ. პოლიტიკური პატიმარი; 2008 წლიდან IB -ევრო- კავკასიური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. ირაკლი ბათიაშვილი არის მრავალი სამეცნიერო სტატიისა და რამდენიმე წიგნის ავტორი.