Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გურამ ბათიაშვილი
დრამატურგი
date of birth 1938

1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. არის დრამატურგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1987). მსოფლიოს ებრაელთა კონგრესის (1991) და სიონისტური ორგანიზაციის (1993) გამგეობების წევრი. 1965-1967 წლებში მუშაობდა "ლიტერატურულ გაზეთში", 1984 წლიდან რედაქტორობდა ჟურნალს "თეატრი და ცხოვრება", 1993 წლიდან გამოსცემდა გაზეთ "მენორას". პირველი კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა 1962 წელს ჟურნალ "მნათობში". თანამედროვე ახალგაზრდობის ცხოვრებას მიუძღვნა პირველი პიესა "ძახილი" (1969 დაიდგა გორისა და ჭიათურის თეატრებში). აღსანიშნავია აგრეთვე დოკუმენტური დრამა "კოტე მარჯანიშვილის ოთხი დღე" (1972 დაიდგა ბათუმის დრამატულ თეატრში), "ლალი, სიყვარული და სხვები" (1976 დაიდგა მოსკოვის ნ. გოგოლის სახელობის თეატრში), "ვალი" (1976 დაიდგა ქუთაისის და რუსთავის თეატრებში), "შეთქმულება" (1832) (დაიდგა სოხუმის, ფოთისა და თბილისის თეატრებში), "სოფლის გარდაცვალება" (1985) გ. ბათიაშვილს თარგმნილი აქვს ნ. ჰიქმეთის, ა. ნესინის, მ. შატროვის, საბაჰათინ ალის და სხვათა ნაწარმოებები. გურამ ბათიაშვილს მიენიჭებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია (1990).