Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლალი ფაფიაშვილი
იურისტი
date of birth 1972

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1994), დაცული აქვს დისერტაცია თემაზე: “დაცვის პრობლემა სისხლის სამართლის პროცესში” (1997). გავლილი აქვს პრაქტიკა საადვოკატო ფირმა GEFFENS -ში (UK). იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (1998-2011), საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის უფროსი სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტი (1996-2000), საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი (2000-2001), პარლამენტის თავმჯდომარის პირველი თანაშემწე (2001-2003), საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2004-2007), რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი 2006-2007).2006 წლიდან არის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის წევრი (2006-2008). 2008 წლიდან არის ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე. 2011 წლიდან არის თსუ იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი, სისხლის საპროცესო სამართლის ცენტრის ხელმძღვანელი. არის ახალი ორლეანის საპატიო მოქალაქე (1999); მიღებული აქვს შვეიცარიის მთავრობისა და შვეიცარიის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ერთობლივი ყოველწლიური ჯილდო “შვეიცარიის პრიზი საერთაშორისო ურთიერთობებში ლიდერობისათვის” (2005), მონაწილეობდა UNICEF, TACIS, TracCC-ის (1997-2002) პროექტებში.