Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მარიამ ცაცანაშვილი
იურისტი
date of birth 1963

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1985 წელს; იყო თსუ სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის კათედრის ასისტენტი, საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანდი. 1991 წელს მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, 1994 წელს - დოცენტის წოდება. 1999 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე – "ინფორმაცია, როგორც სამართლებრივი რეგულირების ობიექტი". 2001 წლიდან - პროფესორია. მარიამ ცაცანაშვილს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი როგორც ქართულ, ასევე რუსულ და ინგლისურ ენებზე; არის სახელმძღვანელოების ავტორი. სხვადასხვა დროს იყო საქართვლოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის რეფერენტი, მრჩეველი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული სამსახურის უფროსი. 2011 წელს აირჩიეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრად, ხუთი წლის განმავლობაში ასრულებდა თსუ იურიდიულ მეცნიერებათა სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივნის მოვალეობას, 2001 წლიდან იყო საქართველოს სასწავლო ექსპერტთა საბჭოს იურიდიული კონსულტანტი.

შრომები

  • სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი ისტორია: პირველი ნაწილი, თბ.: 1995

ბიბლიოგრაფია