Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვიქტორ კუპრაძე
მათემატიკოსი
date of birth 1903

აკადემიკოსი ვიქტორ კუპრაძე დაიბადა 1903 წლის 2 ნოემბერს ლანჩხუთის რაიონ, სოფელ ყელაში. 1922 წელს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1927 წელს ქართული მათემატიკური სკოლის ფუძემდებლის ანდრია რაზმაძისა და ნიკო მუსხელიშვილის წარდგინებით იგი დატოვეს უნივერსიტეტში სამუშაოდ ასისტენტის თანამდებობაზე. 1929 წელს ვიქტორ კუპრაძემ გამოაქვეყნა თავისი პირველი სამეცნიერო ნაშრომი. 1930 წელს ჩაირიცხა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში, რომელიც 1931 წელს წარმატებით დაამთავრა. 1933-1935 წლებში მუშაობდა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში სწავლული მდივნისა და უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. 1935 წელს მან იქვე წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1936 წელს სამშობლოში დაბრუნდა და 1936-1941 წლებში იყო სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი. პარალელურად ხელმძღვანელობდა კათედრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მეორე მსოფლიო ომის წლებში საბჭოთა არმიის რიგებში იყო და ერთ-ერთ საფრონტო გაზეთს რედაქტორობდა. ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად სამეცნიერო ნაწილში. 1943 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1946 წელს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1944-1953 წლებში იგი იყო საქართველოს განათლების მინისტრი, ხოლო 1954-1958 წლებში – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. 1958-1962 წლებში იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 1963 წელს იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახლად ჩამოყალიბებული მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკდემიკოს-მდივნად აირჩიეს, სადაც მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლომდე. ამავე დროს განაგებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიფერენციალურ და ინტეგრალურ განტოლებათა კათედრას. 1971 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. იგი დაჯილდოებული იყო ლენინის ორი ორდენით, შრომის წითელი დროშისა და საპატიო ნიშნის ორდენებითა და სხვ. მისი გამოკვლევები ძირითადად ეხება მათემატიკური ფიზიკის, მათემატიკური დრეკადობის თეორიის, დიფერენციალურ და ინტეგრალურ განტოლებათა თეორიის აქტუალურ პრობლემებს. მისი არაერთი ნაშრომი თარგმნილი და გამოცემულია უცხო ენებზე. გარდაიცვალა 1985 წლის 24 ნოემბერს.

შრომები 

  • დაბადების (100 წელი), ავტ. შემდ. გ.ჩიმაკაძე, ივ.გორგიძე. რედ: დ. გორგიძე. თბ. 2004. (მეცნ. ისტორიის საქ. საზ-ბა).
  • Green-ის, Neumann-ისა და Klein-ის ფუნქციების განსაზღვრა ზოგიერთი მარტივი არისათვის. ტფ. 1928.

ბიბლიოგრაფია