Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რევაზ გაჩეჩილაძე
გეოგრაფი, ისტორიკოსი
date of birth 1943

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1965 წელს. 1968-1991წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური (შემდგომში სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური) გეოგრაფიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი; პროფესორი (1991-1998, 2004-2005, 2009 წლიდან); 1993-1998წწ. კათედრის გამგე; 1981-1985წწ. საქართველოს კპ ცენტრალური და თბილისის კომიტეტების მეცნიერებათა და განათლების განყოფილების გამგე; 1985-1989წწ. ცკ მეცნიერებათა და განათლების განყოფილების გამგის მოადგილე; 1987-1989წწ. საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში ინფორმაციის ცენტრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის განყოფილების გამგე; 1989-1991წწ. სოციოლოგიური კვლევის ცენტრის დირექტორი; 1991-1997წწ. დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე; 1997-1998წწ. საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი; 1998-2004წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში; 2005-2009წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში. 2009 წლიდან არის საგანგებო დავალებათა ელჩი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თურქეთის სოფლის მეურნეობის გეოგრაფია", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მოკავშირე რესპუბლიკის სოციალური გეოგრაფია(საქართველოს მასალებზე), დაიცვა 1990 წელს. იგი იყო სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების (ლონდონი) საპატიო უცხოელი წევრი (1999-), საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი (2008-). მიღებული აქვს 2002 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. მისი ავტორობით გამოიცა: ჩემი მეოცე საუკუნე : წინა საუკუნის საქართველო მსოფლიო გეოპოლიტიკისა და ისტორიის კონტექსტში ( 2008), ახლო აღმოსავლეთი: სივრცე, ხალხი და პოლიტიკა (2003), ინგლისის გეოგრაფია, ისტორია და კულტურა ( 1994), ახლო აღმოსავლეთი : ეკონომიკურ-გეოგრაფიული მიმოხილვა (1977), დიდი ბრიტანეთი : გეოგრაფიული, ისტორიული და ეკონომიკური მიმოხილვა (1973).