Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გურამ თევზაძე
ფილოსოფოსი
date of birth 1932

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსიფიის ფაკულტეტი. 1957-1959წწ. იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის უმცროსი და 1959-1966წწ. უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1966-1971წწ. ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე; 1971-2005წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივი განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგე. 2006 წლიდან არის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. გამოქვეყნებილი აქვს 214 ნაშრომი ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ჩინურ ენებზე, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია 1958 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - "თავისუფლებისა და აუცილებლობის პრობლემა". ხოლო 1963 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე - "გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია". 2002 წელს გახდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.

შრომები

  • ანტიკური ფილოსოფია. / რედ: ლელა ალექსიძე. მეორე შესწორებული გამოცემა. თბ., “Carpe Diem”, 2015
  • ახალგაზრდა ფილოსოფისთა პრობლემური სემინარის სესიის მასალები. რედაქტორი: თევზაძე, გ. თბ., 1984
  • ახალი ფილოსოფიის ისტორია: ნაწილი I. განმანათლებლობა ფრენსის ბეკონიდან იმანუელ კანტამდე. / რედ: ნინო ფიფია. მეორე გამოცემა. თბილისი, “Carpe Diem”, 2010
  • გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების ისტორია. / რედ: ზ. კაკაბაძე. თბ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამომცემლობა. 1963
  • იმანუელ კანტი. თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1974
  • XX საუკუნის ფილოსოფიის ისტორია. / რედ: თ. ბუაჩიძე. თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2002
  • ნიკოლაი ჰარტმანის ონტოლოგიის კრიტიკა. თბ., “მეცნიერება”. 1967
  • შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია. თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 1996

ბიბლიოგრაფია