Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ევგენი ხარაძე
ასტრონომი
date of birth 1907

1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი . მრავალი წლის განმავლობაში, ეკავა არაერთი საპასუხისმგებლო პოსტი. 1932-1992 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დამაარსებელი და მისი უცვლელი ხელმძღვანელი; 1936 წლიდან — სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომიული საბჭოს ბიუროს წევრი; 1962-1974 წლებში — ვარსკვლავთა ასტრონომიის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარე; 1976-1982 წლებში — საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი; 1965-1970 წლებში — საკავშირო ასტრონომიულ-გეოდეზიური საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი; ქსე-ის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1932 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობაზე. ევგენი ხარაძის თაოსნობით 1932 წლის 28 თებერვალს დაარსდა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია . მისი ძირითადი სამეცნიერო ნაშრომები მიეძღვნა გალაქტიკის აგებულებას, მასში მყოფ ვარსკლავთა სპექტრული მახასიათებლების, აგრეთვე, ვარსკლავებისა და ვასკლავთშორისი ნივთიერების სივრცულ განაწილებას, სხვადასხვა ტიპის ცვალებადი ვარსკლავების სპექტრულ შესწავლას, საქართველოს მთიანი რაიონების ასტრონომიული კვლევის საკითხებს. ევგენი ხარაძე დაჯილდოებულია: შრომის წითელი დროშის ორდენით (1951 წ.), 4-ჯერ ლენინის ორდენით (1955, 1961, 1966, 1977 წლებში), ოქტომბრის რევოლუციის ორდენით (1971), ხალხთა მეგობრობის ორდენით (1987), ღირსების ორდენით (1997). გარდაიცვალა 2001 წლის 10 ოქტომბერს, 93 წლის ასაკში, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

შრომები

  • ასტრონომის სახელმძღვანელო მე-10-ე კლასისათვის: მეთორმეტე გამოცემა, თბ.: განათლება, 1981.
  • ხარაძე ევგენი, ჯორბენაძე ს., ანდრია ბენაშვილი: ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1987.
  • ასტრონომია. მეათე კლასის სახელმძღვანელო, მეცხრე გამოცემა, თბ.: განათლება, 1978.
  • ასტრონომია. სახელმძღვანელო საშ. სკოლის მე-10-ე კლასისათვის, მეხუთე გამოცემა, თბ.: განათლება, 1974.
  • ასტრონომია. სახელმძღვანელო საშ. სკოლის მეათე კლასისათვის, თბ.: განათლება, 1970.
  • ასტრონომია. სახელმძღვანელო საშ. სკოლის მეათე კლასისათვის, თბ.: განათლება, 1969.
  • ასტრონომია, სახელმძღვანელო საშ. სკოლის მეათე კლასისათვის, მე-18-ე გამოცემა, თბ.: განათლება, 1968.
  • ასტრონომია. სახელძღვანელო საშუალო სკოლის მეათე კლასისათვის, თბ.: განათლება, 1967.
  • ასტორნომია. სახელმძღვანელო საშუალო სკოლის მე-11-ე კლასისათვის,  თბ.: სახელგამი, 1950.
  • ასტრონომია და სამხედრო საქმე, თბ.: სსსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1942.
  • ასტრონომიის საფუძვლები ორ ტომად: ტომი 1, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1991.
  • ასტრონომიის საფუძვლები ორ ტომად: ტომი 2, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1991.
  • ასტრონომიის საფუძვლები: [სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის], ტ. 1, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1971.
  • ასტრონომიის საფუძვლები: [სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის], ტ. 2, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1974.
  • ასტრონომიული კალენდარი - 1968, თბ.: 1967.
  • ვარსკვლავთა სპექტრული კლასიფიკაცია, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1999.
  • ვარსკვლავთ სამყარო, თბ.: საქ. სახელმწიფო გამომცემლობა, 1949.
  • ზოგადი ასტროფიზიკის კურსი: ასტროფიზიკური დაკვირვება - გამოკვლევის მეთოდები და ხელსაწყოები, სახელმძღვანელო უნივერსიტეტის ასტრონომიის სპეც. სტუდენტებისათვის, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1982.
  • ზოგადი ასტროფიზიკის კურსი: ასტროფიზიკური დაკვირვება-გამოკვლევის მეთოდები და ხელსაწყოები, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1982.
  • ზოგადი ასტროფიზიკის კურსი: ასტროფიზიკური დაკვირვება-გამოკვლევების მეთოდები და ხელსაწყოები, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1960.
  • კოსმოსისკენ, თბ.: ნაკადული, 1961.
  • მზე, თბ.: სსრ. მეცნიერებათა აკადემიის საქ. ფილიალის გამომცემლობა, 1940.
  • მზის დაბნელება 1945 წლის 9 ივლისს, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1945.
  • მზის დაბნელება 1954 წლის 30 ივნისს, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1954.
  • მზის სრული დაბნელება საქართველოში 1954 წლის 30 ივნისს. თბილისში წაკითხული საჯარო ლექციის სტენოგრამა, თბ.: 1954.
  • რას გვასწავლის მეცნიერება სამყაროს აგებულებაზე, თბ.: სახელგამი, 1956.
  • სამყაროს აგებულება [ასტრონომიული] მეცნიერების თვალით, თბ.: მეცნიერება, 1955.
  • სამყაროს აგებულება, თბ.: სახელგამი, 1949.
  • სამყაროს შესახებ. ადამიანის წარმოდგენის განვითარება, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1950.
  • სამყაროს შესახებ ადამიანის წარმოდგენის განვითარება, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1950.
  • საუბარი ასტრონომიაზე, თბ.: ნაკადული, 1971.

ბიბლიოგრაფია