Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

როინ მეტრეველი
ისტორიკოსი
date of birth 1939

1962 წელს წარჩინებით დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი, 1965 დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე : «სახელმწიფოებრივი რეფორმები XII ს-ის პირველი მეოთხედის საქართველოში». იმავე წლიდან იგი ლექციებს კითხულობს თსუ -ში. 1974 წელს რ. მეტრეველმა წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: « შიდაკლასობრივი ბრძოლა შუა საუკუნეების საქართველოში». 1986—1989 წლებში რ. მეტრეველი იყო თბილისის ა. პუშკინის (ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის) სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, 1991 წლიდან კი ასრულებდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას. რ. მეტრეველი 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მისი რედაქტორობით გამოცემულია მრავალი სამეცნიერო კრებული და მონოგრაფია. 1993 წელს რ. მეტრეველი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად, 1995 წლიდან იგი ხელმძღვანელობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ საქართველოს ისტორიის წყაროების კომისიას. 1996 წლიდან არის საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, 1997 წლიდან-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. რ. მეტრეველის სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა სხვადასხვა დროს აღნიშნულია სახელმწიფო ჯილდოებითა და პრემიებით, მათ შორის: შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნის, ღირსების ორდენებით, ფრიტოფ ნანსენის საპატიო მედლით, საქართველოს საპატრიარქოს ოქროს ჯვრით და სხვა; მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერების დარგში, ივანე ჯავახიშვილისა და აკაკი წერეთლის სახელობის პრემიები, მინიჭებული აქვს აფხაზეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. რ. მეტრეველი ქუთაისის და გიუმრის (სომხეთის) უნივერსიტეტების საპატიო პროფესორი, კალიფორნიის (სან-ფრანცისკო) მეცნიერებისა და ხელოვნების და რუსეთის უმაღლესი განათლების აკადემიების წევრი.

  • ლიტერატურა:
  • და მოვიდეს ვარანგნი... (ისტორიულ-ფილოლოგიური ნარკვევები), თბ., მერანი, 1988.
  • დავით აღმაშენებელი და მეფე თამარი, თბ., თსუ გამ-ბა, 2002.
  • დავით აღმაშენებელი= Роин Метревели. Давид  Строителъ- Roin Metreveli- Davis The Builder. ქართ. და რუს. ტექსტები ეკუთვინის რ. მეტრეველს. ინგ. თარგმნ. ვ. დაუშვილმა. გერმ. თარგმ. ს. ბეგლარიშვილმა ფრანგულიდა. ფ. ჯორბენაძემ, თბ., განათლება, 1990.
  • დავით IV აღმაშენებელი: ეპოქის სოც. ეკონომიკის და პოლიტ-კულტ. ისტორიის მიმოხილვა. 2-ე გამოც. თბ., „საბჭ. საქართველო“, 1990.
  • დავით IV აღმაშენებელი: ეპოქის სოც. ეკონომიკის და პოლიტ-კულტ. ისტორიის მიმოხილვა. თბ., „საბჭ. საქართველო“, 1986.
  • დავით აღმაშენებელი, სახელმწიფოებრივი რეფორმები XII საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოში. თბ., „ნაკადული“, 1965.
  • დეკლასირებული ელემენტები შუა საუკუნეების საქართველოში. (V-XII სს) გლახაკები. თბ., „მეცნიერება“, 1976.
  • ებრაელები საქართველოში= Jews in Georgia (განკუთვნილია საქართველოში ებრაელების ცხოვრების 26 საუკუნოვანი ისტორიისა და ეთნოკულტ. საკითხების შესწავლით დაინტერესებული მკითხველისათვის) თბ., 2002.
  • ექვთიმე თაყაიშვილი, (ცხოვრება და მოღვაწეობა, შ. მესხიას ბოლოსიტყვაობით და რედ), თბ., „ნაკადული“ 1962.
  • ივანე ჯავახიშვილი და თბილისის უნივერსიტეტი/ რედ: ს. ჯორბენაძე. თბ., 1996 (6) ფ. ილ. 3ლ. 50თ ტექსტი ქართულ-რუსულ და ინგლისურ ენაზე.
  • ივანე ჯავახიშვილი და ქართული კულტურის ზოგიერთი საკითხი, 1975. რეზიუმე: ინგლისურ ენაზე.
  • ის კაცი იყო... (მოგონებები ირაკლი აბაშიძეზე). თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა,  1999.
  • ისტორიანი: სამეცნ, კრებული. მიძღვნილი როინ მეტრეველის დაბადების 60 წლისთავისადმი. თბ., 2000.
  • ისტორიზმი ქართველი მწერლების შემოქმედებაში. რედ/ გ. სალიაშვილი. თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1999.
  • ლენინური კომკავშირი ორმოცდაათი წლისაა. თბ., „საბჭ. საქართველო“, 1969. (საქ.სსრ საზ-ბა „ცოდნა“ 8 სერია, 3).
  • მეფე თამარი. ეპოქის პოლიტ. კულტ. და სოც. ეკონ. მიმოხილვა, თბ., „განათლება“, 1991.
  • „მკვიდრი უმკვიდრო შევიქენ“ საარქივო მასალები ვახტანგ VI-ის მემკვიდრეთა ურთიერთობის შესახებ (ნიკო ჯადუგიშვილი; რედ: ბუბა კუდავა. საქ. მეცნ. აკად.) - თბილისი: არტანუჯი, 2007.
  • მშვიდობით XX გამარჯობა XXI- თბილისი; თბნილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2001.
  • მცირე განსჯა ჟაკ ლე გოფის წიგნის „ წარმოსახვითის შუა საუკუნეობრივი სამყარო“ წაკითხვის შემდეგ. რედ: ამირან გომართელი. თბილისი: უნივერსალი, 2005.
  • მცირე გულანი, ქუთაისი, „საბჭ. საქართველო“, 1979.
  • 2004 წელი- რუის- ურბნისის საეკლესიო კრების 900 წლისთავი. თბილისი, საარი, 2002.
  • ნარკვევები ფეოდალური საქ. ისტორიიდან. თბ., „საბჭ. საქართველო“, 1978.
  • პარტიის მებრძოლი თანაშემწე, თბ., ნაკადული, 1968.
  • პარტიის 24-ე ყრილობა და შინაპარტიული ცხოვრების ზოგიერთი საკითხი, თბ., საქ. კპ. ცკ-ის გამომცემლობა. 1971.
  • საქართველო. / ინგლ. სპარს-დან თარგმნა ბაჰრამ ამირაჰმადიანმა/ რედ: ჯ გიუნაშვილი. თეირანი. ირანის ისლამურ რესპ. საქ. საელჩოს გამოცემა 1996.
  • საქართველოს მეფეები და პატრიარქები. რედ: ბუბა კუდავა- თბ., არტანუჯი 2010.
  • საქართველოს საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოება: ისტორიული ნარკვევი, მასალები. თბ., ხელოვნება, 1982.
  • ტაძარი, რედ: გ.სალიაშვილი, თბ., თბილ უნ-ტის გამ-ბა. 1993
  • უნივერსიტეტი დღეს, 45-წლისთავთან დაკავშირებით. თბ., თსუ-გამ-ბა 2003.
  • ქართული დიპლომატიის ისტორია. (ქრესტომათია), თბ., 2004.
  • ქრონოლოგიის საკითხები/ რედაქტორი: მ.ლორთქიფანიძე- თბილისი. თსუ, გამ-ბა, 2002.
  • შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII საუკუნე) თბ., „საბჭ. საქართველო“, 1973.
  • შოთა მესხია. თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა. 1976.
  • ღვაწლისა და წამების გვირგვინით შემკული: ივანე ჯავახიშვილი-130/ რ. მეტრეველი: რედ: ბ. კუდავა. თბილისი: არტანუჯი, 2006.
  • ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო= The Crusades and the Kingdom of Georgia/ მთარმგმნელი: არიანე ჭანტურია: რედაქტორი ერეკლე ჟორდანია: საქ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია; საქ-ს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი. (თბილისი) ნეკერი, 2012.

ბიბლიოგრაფია