Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რისმაგ გორდეზიანი
ფილოლოგი
date of birth 1940

1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1967-1968წწ - იყო ასისტენტი, 1968-1976წწ. - დოცენტი; 1976 წლიდან - პროფესორი; 1993-1997წწ. - პრორექტორი; თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი; თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. არის 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და 23 წიგნის ავტორი. 1966 წ.დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - "ილიადის" ხომალდთა კატალოგი"-ისტორიულ-ფილოლოგიური ანალიზი“, ხოლო 1974 წ. - სადოქტორო დისერტაცია: - "ჰომეროსის ეპოსის ფორმირებისა და ერთიანობის პრობლემა". არის საბერძნეთის არქეოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი, საბერძნეთის მწერალთა კავშირის წევრი (2007) მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, პრემია და პრიზი: საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენები, უნივერსიტეტის პირველი სამეცნიერო პრემია და სხვ.