Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკაკი ბაქრაძე
ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე
date of birth 1928

ქართველი კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1955-1960 წლებში მუშაობდა კინოსტუდია ქართული ფილმის სასცენარო განყოფილების რედაქტორად და მთავარ რედაქტორად, ხოლო 1964-1968 წლებში სასცენო-სარედაქციო განყოფილების მთავარ რედაქტორად. 1973-1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის დირექტორი, კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი რედაქტორი (1968-1988), მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (1988-1989), რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი (1989-1991 წწ.). იყო სსრკ სახალხო დეპუტატი, სსრკ უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს წევრი (1989-1991 წწ.). 1991-1996 წწ. კითხულობდა ლექციებს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1995 წელს აირჩიეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრად.აკაკი ბაქრაძე იკვლევდა ქართული მწერლობის აქტუალურ პრობლემებს,ვაჟა–ფშაველას, კონსტანტინე გამსახურდიასა და დემნა შენგელაიას თხზულებათა მითოლოგიურ ძირებს, ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ბიოგრაფიებს. ა.ბაქრაძე გარდაიცვალა 1999 წლის 6 დეკემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ბიბლიოგრაფია

თხზულებანი, ტ. VII/ გაბაასება-თბილისი: ნეკერი, ლიმისი, 2006.

თზულებანი, ტ. VIII/ წერილები, პიესები, სიტყვები...-თბილისი: ნეკერი, ლომისი. 2006.

ილია ჭავჭავაძე/ რედაქტორი:ზაზა აბზიანიძე-თბილისი (გ.გ.) 2011.

ილია ჭავჭავაძე/ სერიის გამომცემელი და წიგნის რედაქტორი: ლაშა ბაქრაძე. პირველი გამოცემა, თბილისი, პეგასი, 2006.

ილია ჭავჭავაძე; წიწამური, გამოჩენის ადამიანთა ცხოვრება.  თბ. „ნაკადული“ 1984.

კინო. თეატრი: (წერილები) თბილისი. ხელოვნება, 1989.

კინოკრიტიკული ეტიუდები. თბ. ლიტ. და ხელოვნება. 1966.

კრიტიკული გულანი. თბ. „მერანი“, 1977.

კრიტიკული წერილები. თბ. „ნაკადული“ 1966.

მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა. თბ. მერანი, 1978.

მწერლობის მოთვინიერება. თბ. სარანგი: 1990.

ნიკო ნიკოლაძე, (ცხოვრება) გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება თბ. ნაკადული, 1989.

შემდგენელი. ოსთა საკითხი, კრებული. თბ. 1996.

რწმენა: (კრებული) რედ. ნ. ახალკაცი. თბ. „მერანი“, 1990.

სულის ზრდა: კრიტიკული წერილები. თბ. საბჭ. საქართველო, 1986.

სჯანი, თბ. „ხელოვნება“ 1972.

ფიქრი და განსჯა. თბ. „საბჭოთა საქართველო“, 1972.

ქართული მწერლობა. ტ.4 თბ. 1988.

ბაქრაძე.ა. და ჯავახიშვილი.ნ. ივანე ჯავახიშვილის პირადი არქივის აღწერილობა. შეადგ. ა. ბაქრაძემ. ნ. ჯავახიშვილმა. თბ. „მეცნიერება“, 1976.

ბაქრაძე.ა. და ბოლქვაძე.ს.  საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი. აკად. ს. ჯანაშიას სახელობისა. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართული ეპიგრაფიული ძეგლების კატალოგი. თბ. 1953.

ბაქრაძე. ა და სხვ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი აკად. ს. ჯანაშიას სახელობისა. XI-XIII ს.ს. საქართველოს მატერიალური კულტურაგამოფენის  გზამკვლევი. თბ. 1953.