Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯანსუღ ჩარკვიანი
პოეტი
date of birth 1931

ცნობილი ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი დაიბადა 1931 წლის 30 სექტემბერს ლეჩხუმში, ცაგერის რაიონის სოფელ სურმუშში, 1951 წელს დაამთავრა თბილისის მეორე საშუალო სკოლა. 1956 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1947 წელს, ხოლო 1959 წელს გამოვიდა მისი პირველი პოეტური კრებული: „ერთი ღამის სიჩუმეში”. ასევე, გამოცემული აქვს შემდეგი წიგნები: „რწმენის კედელი” (1970), „დიდი ნათელი” (1980), „ერთტომეული” (1981), „რჩეული პოემები” (1983), „მე და შენ” (1984), „არცა ვმსახურობდე სხვას!” (1989). ცალკე უნდა აღინიშნოს პუბლიცისტური წიგნი „თავისუფლება ლომთა ხვედრია”. 1962-1963 წლებში იყო ჟურნალ "ცისკრის" პასუხისმგებელი მდივანი, 1963-1967 წლებში - ჟურნალ "დილას" , ხოლო 1967-1977 წლებში - ჟურნალ "ცისკრის" მთავარი რედაქტორი და გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" დირექტორი. 1991-1993 წლებში გამოიცა მისი თხზულებათა ორტომეული. 1991-1998 წლებში იყო მსოფლიო მწერალთა გაერთიანების "პენ-კლუბის" საქართველოს განყოფილების პრეზიდენტი. 1977-1987 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი. 1978 წლიდან გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატია. 1981 წელს დააჯილდოვეს ხალხთა მეგობრობის, ხოლო 1995 წელს ღირსების ორდენით. 1985 წელს მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის პრემია 1983-1984 წლებში გამოქვეყნებული ლექსების ციკლისათვის. 1998 წელს მიიღო შალვა დადიანის სახელობის პრემია. 1996 წლიდან თბილისის საპატიო მოქალაქეა. 2005 წლიდან აზერბაიჯანის გაზეთ ,,ხელოვნების’’ საერთაშორისო პრემიის - ,,ხელოვანთა სოლიდარობა’’ ლაურეატია. პოეტის ლექსები მსოფლიოს მრავალი ხალხის ენაზეა თარგმნილი. მის ლექსებზე არაერთ ქართველ კომპოზიტორს აქვს დაწერილი მუსიკა. იგი არაერთი პოპულარული სიმღერის ავტორია.