Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნოდარ დუმბაძე
მწერალი
date of birth 1928

ცნობილი ქართველი პროზაიკოსი და პოეტი ნოდარ დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ამავე წლიდან მისი ლექსები და იუმორისტული მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში. პარალელურად მუშაობდა ასისტენტად უნივერსიტეტის ლაბორატორიაში. 1956—1957 წლებში გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალებთან, წერდა კინოსცენარებს. 1967—1972 წლებში იყო ჟურნალ „ნიანგის“ რედაქტორი. 1981-1984 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. ნოდარ დუმბაძეს პირველივე რომანმა მოუტანა პოპულარობა, შეიძლება ითქვას, რომ ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი’’ მისი მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია (1960). ამას მოჰყვა ,,მე ვხედავ მზეს’’ (1962), ორივე რომანი 1966 წელს საკავშირო ლენინური კომკავშირის პრემიით აღინიშნა. მწერლის მნიშვნელოვან ნაწარმოებთა რიცხვს ეკუთვნის აგრეთვე რომანები: ,,მზიანი ღამე’’ (1967), ,,ნუ გეშინია დედა’’ (1971), ,,თეთრი ბაირაღები’’ (1979) და მოთხრობების მთელი ციკლი - ,,დიდრო’’, ,,კორიდა’’, ,,ძაღლი’’, ,,უმადური’’, ,,კუკარაჩა’’. ერთის მხრივ თხრობის ლირიზმა და მეორე მხრივ ცოცხალმა ხალხურმა იუმორმა მოხიბლა მკითხველი და ხელი შეუწყო ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებთა პოპულარობას, როგორც სამშობლოში, ასევე მსოფლიოს არაერთ ქვეყყანაში. მწერლის თხზულებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, პოლონურ, იაპონურ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე. გადაკეთებულია პიესებად და სცენარებად, დადგმულია სპექტაკლები და გადაღებულია ფილმები საქართველოსა და უცხოეთში. 1980 წელს რომანისათვის ,,მარადისობის კანონი’’ მწერალს ლენინური პრემია მიენიჭა. 1975 წელს ნოდარ დუმბაძეს, 1973-1974 წლებში გამოქვეყნებული რომანისათვის ,,თეთრი ბაირაღები’’ და მოთხრობებისასთვის - ,,დიდრო’’, ,,კორიდა’’, ძაღლი’’, ,,უმადური’’ –შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. გარდაიცვალა 1984 წელს. თავდაპირველად დაკრძალული იყო ქალაქ თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში“, რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

შრომები:

  • ექვსტომეული: ტომი 2. მე ვხედავ მზეს; მოთხრობები. / სარედაქციო ჯგუფი: ზ. აბაშიძე, მ. ჯანელიძე, ი. ხარშილაძე. თბილისი: პალიტრა L, 2011.
  • ექვსტომეული: ტომი 3. მზიანი ღამე; მოთხრობები. / სარედაქციო ჯგუფი: ზ. აბაშიძე, მ. ჯანელიძე, ი. ხარშილაძე. თბილისი: პალიტრა L, 2011.
  • ექვსტომეული: ტომი 4. ნუ გეშინია, დედა!; მოთხრობები. / სარედაქციო ჯგუფი: ზ. აბაშიძე, მ. ჯანელიძე, ი. ხარშილაძე. თბილისი: პალიტრა L, 2011.
  • ორტომეული: ტომი 1. მე, ბებია, ილიკო და ილარიონი; ნუ გეშინია, დედა!; მზიანი ღამე. / მთ. რედ. მაია ალუდაური. რედ. ნ. ახვლედიანი. თბილისი: პალიტრა L, 2017
  • ორტომეული: ტომი 2. მე ვხედავ მზეს; თეთრი ბაირაღები; მარადისობის კანონი. / მთ. რედ. მაია ალუდაური. რედ. ნ. ახვლედიანი. თბილისი: პალიტრა L, 2017
  • თეთრი ბაირაღები. რომანი. / რედ. ხათუნა ნონიაშვილი. თბილისი: პალიტრა L, 2012
  • მარადისობის კანონი / რედ. რუსუდან დარჩიაშვილი. თბილისი: პალიტრა L, 2013
  • მარადისობის კანონი / რედ. რუსუდან დარჩიაშვილი. თბილისი: პალიტრა L, 2008
  • თხზულებანი. ოთხ წიგნად. თბ., “მერანი”, 1990
  • მონატრება: მოთხრობები. მზე ნუ გააღვიძებ! მონატრება, ხაზარულა, თემურ ლენგი. თალიკო. თბ., “საბჭ. საქართველო”. 1989
  • თხზულებანი, 4 წიგნად. თბ., “მერანი”. 1989 
  • წიგნი 2. ნუ გეშინია, დედა! თეთრი ბაირაღები. მარადისობის კანონი.
  • თხზულებანი 4 წიგნად. თბ., “მერანი”, 1988
  • წიგნი 1. მე, ბებია, ილიკო და ილარიონი. მე ვხედავ მზეს. მზიანი ღამე
  • შთაბეჭდილებები, წერილები, გამოსვლები. თბ., “საბჭოთა საქართველო”. 1984
  • რჩეული ნაწერები. 3 ტომად. თბ., “მერანი”. 1982
  • ტომი 1. მე, ბებია, ილიკო და ილარიონი. მე ვხედავ მზეს. მზიანი ღამე.
  • რჩეული ნაწერები. 3 ტომად. თბ., “მერანი”. 1983.
  • ტომი 2. ნუ გეშინია, დედა! თეთრი ბაირაღები. მარადისობის კანონი.
  • რჩეული ნაწერები. 3 ტომად. თბ., “მერანი”. 1984
  • ტომი 3. მოთხრობები.
  • კუკარაჩა [მოთხრობა]. თბ., “მერანი”, 1981
  • მარადისობის კანონი [რომანი]. თბ., “საბჭ. საქართველო”, 1978
  • ოდისევსის დაბრუნება (წერილები). თბ., “საბჭ. საქართველო”, 1981
  • ოდისევსის დაბრუნება (წერილები). თბ.,”ნაკადული”, 1979
  • ათი მოთხრობა. თბ., “მერანი”. 1976
  • ოთხი რომანი. თბ., “საბჭ. საქართველო”, 1973
  • მზე. მოთხრობები. თბ., “მერანი”, 1974
  • აბა დელი-დელია. [ლექსები]. თბ., “მერანი”. 1975
  • თეთრი ბაირაღები. თბ., “მერანი”, 1973
  • ნუ გეშინია, დედა! [რომანი]. თბ., “საბჭ. საქართველო”. 1971
  • გზა რეკორდისაკენ. თბ., სახელგამი. 1953
  • გლადიატორი. იუმორისტული მოთხრობები. თბ., “საბჭ. საქართველო”. 1969
  • მზიანი ღამე. თბ., “საბჭ. საქართველო”. 1967
  • მე, ბებია, ილიკო და ილარიონი. მე ვხედავ მზეს. თბ., “საბჭ. საქართველო”. 1966
  • მე, ბებია, ილიკო და ილარიონი. [იუმორისტული მოთხრობა]. თბ., “საბჭ. საქართველო”, 1963
  • მე ვხედავ მზეს. [რომანი]. თბ., “ნაკადული”, 1962
  • სოფლელი ბიჭი [იუმორისტული მოთხრობები]. თბ., “ხელოვნება”, 1960

ბიბლიოგრაფია