Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თენგიზ ბუაჩიძე
ფილოლოგი
date of birth 1926

1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1972), 1960-1965 წლებში საქართველოს კულტურის მინისტრი, 1973-1976 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი, 1976 წლიდან - ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი. ბუაჩიძის გამოკვლევები, მოთხრობები და თარგმანები იბეჭდება 1946 წლიდან. მას ეკუთვნის გამოკვლევები ქართული, რუსული, უკრაინული, ბელორუსული ლიტერატურის, ხალხთა ლიტერატურული ურთიერთობების, ლიტერატურისა და თარგმანის თეორიის სფეროდან, პუბლიკაციები და კრიტიკული წერილები, ნაშრომები ქართველი რომანტიკოსების, ი. ჭავჭავაძის, გ. ტაბიძის და სხვების შესახებ. თარგმნა "ამბავი იგორის ლაშქრობისა" (1970), "გარდასულ წელთა ამბავი" (1973) და ძველი რუსული ლიტერატურის სხვა ძეგლები. 1973-1976 წ.წ. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი. გარდაიცვალა 1994 წლის 14 მაისს.