Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რევაზ ამაშუკელი
მწერალი
date of birth 1936

1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალებში: "ცისკარი", "მნათობი", "ლიტერატურნაია გრუზია", ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტში. რევაზ ამაშუკელის ლექსები იბეჭდება 1957 წლიდან. მისი ლექსები და პოემები იბეჭდება 1957 წლიდან. 1964,1967, 1970, 1974 და შემდგომ წლებში გამოქვეყნებული აქვს წიგნები. მისი ლექსების კრებული გამოვიდა რუსულ ენაზეც. არის მრავალი პოეტური კრებულის ავტორი ). მას მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები , 2003 - თბილისის საპატიო მოქალაქე, 1996 - ღირსების ორდენი ,1982 - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, 1968 წ. პოემისათვის ”ძახილი” მიენიჭა პრემია. 1986 წელს იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, ხოლო 1988-1989 წ.წ. შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

ბიბლიოგრაფია

შრომები

  • აპრილი [ლექსები]. თბ.: “ნაკადული”. 1967.
  • ზედაზნის მთვარე [ლექსები]. თბ., “მერანი”, 1980.
  • ისევ შენადმი. [ლექსები]. თბ., გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო”, 1987.
  • ლექსები. თბილისი: “მერანი”, 1974.
  • ლექსები. თბილისი: “საბჭოთა საქართველო”, 1970.
  • ლექსები. თბილისი: “ლიტ. და ხელოვნება”. 1964.
  • მარტოობა: პოეზია. / რედაქტორი: ე. ნაბახტეველი. თბილისი, 2014. 
  • მზე და მთვარე ნუ მოგშლოდეს: ლექსები. თბ., “ნაკადული”. 1985.
  • სისხლში ჩამხრჩვალი ვარდები. [ლექსები]. თბილისი, 2010.
  • ტირისკონი [ლექსები]. თბ., “მერანი”, 1990.
  • შენდამი [ლექსები]. თბ.: საბჭოთა საქართველო. 1983.