Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვლადიმერ პაპავა
ეკონომისტი
date of birth 1955

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1977 წელს. სსრკ -ის მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ეკონომიკურ-მათემატიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1982 წელს. 2000 წლიდან - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე; 1994-2000 საქართველოს ეკონომიკის მინისტრი; 1996 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-ხელმძღვანელი; 1991-1996 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი; 1990-1996 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1982-1991 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის მთავარი, წამყვანი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1979 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 2008 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. არის 200 -ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემაა -"Продуктивность общественного производства и основы её межотраслевого анализа", დაიცვა 1989 წელს. 2013 წელს აირჩიეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად. არის არაერთი სამეცნიერო ორგანიზაციის წევრი (Fellow of the international Biographical Association(Cambridge,UK), The International Acadedemy of Sciences, Education, Industry and Arts(California,USA), The International Atlantic Economic Society(IL,USA), The International informatization Academy(Moscow,Russia),The International Input - Output Association(Klosterneuburg,Austria), The New York Academy of Sciences(NY,USA), The Royal Economic Society(Cambrige,UK), The Society of the Advancement of Economic Theory(Illinois,USA), The Western Economic Association International(CA,USA), საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი). მის ნაშრომებს მიღებული აქვს მრავალი პრესტიჟული ჯილდო (1999 - Silver Medal and the Certificate of Inclusion "International Who's Who of Intellectuals". The International Biographical Association, Cambrige,UK - 1998,1999 - Silver Medal "Outstanding People of the 20 Century". The International Biographical Association, Cambrige,UK,1998 - Decree of Merit for Outstanding Contribution to Economics and Politics. The Inernational Biographical Association,Cambrige,UK,1998 - Golden Scroll of Excellence. The International Biographical Association, Cambrige,UK,1987 - საქართველოს განათლების სამინისტრო(პრემია), Silver Medal and the Certificate of Inclusion in "2000 Outstanding Scholars of the 20 Century". The international Biographical Association, Cambrige,UK)