Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნიკოლოზ აგიაშვილი
მწერალი
date of birth 1903

1924 წელს დაამთავრა ქუთაისის ჰუმანიტარული ტექნიკუმი (ყოფილი კლასიკური გიმნაზია). სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1928 წელს. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჟურნალ – გაზეთების: "ახალგაზრდა კომუნისტის”, "სტალინელის” ("ახალი ქუთაისი”), "ჩვენი თაობის”, "კომუნისტის” და "დროშის” რედაქციებში. ნიკა აგიაშვილი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა გამომცემლობა "მერანის” თარგმნილი ლიტერატურის რედაქციის ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში 1925 წ. იგი ავტორია მნიშვნელოვანი ისტორიულ–ლიტერატურული ნაშრომებისა. თარგმნილი აქვს ჯეკ ლონდონის, ლევ ტოლსტოის, მაქსიმ გორკის, ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის და სხვათა ნაწარმოებები. ნ. აგიაშვილი გარდაიცვალა 1984 წლის 22 ნოემბერს, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ბიბლიოგრაფია

შრომები:

  • ალექსანდრე ნეველი. თბ., საბლიტგამი. 1941.
  • პირად-პირადი: კრებული. თბ.: საბჭ. საქართველო. 1986.
  • საქართველოს მზის ქვეშ. თბ., 1972.
  • სერვანტესი. თბ.: ნაკადული. 1964.
  • სერვანტესი. თბ.: საბლიტგამი. 1957.
  • სერვანტესის ცხოვრება. თბ.: საბჭოთა საქართველო. 1973.
  • სერვანტესის ცხოვრება. “მახვილგონიერი იდალგო. დონ კიხოტ ლამანჩელის” სახელოვანი ავტორის სარააკო თავგადასავალი. თბ.: საბლიტგამი. 1941.
  • ჭაბუკები დარჩნენ მარად. თბ.: საბჭოთა საქართველო. 1980.
  • ჭაბუკები დარჩნენ მარად. თბ.: ნაკადული. 1971.
  • ჭაბუკები დარჩნენ მარად [ნარკვევები ლ. ასათიანის, ალ. საჯაიას, მ, გელოვანის, გ. ნაფეტვარიძის და სხვათა შემოქმედების შესახებ]. თბ.: საბჭოთა საქართველო. 1964.
  • ჭაბუკები დარჩნენ მარად. თბ.: საბჭოთა მწერალი. 1961.