Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზურაბ გაიპარაშვილი
ფილოლოგი
date of birth 1960

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1984 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი (ფერწერა) 1984 წ. ისტორიის დოქტორი. 1992-1994 წწ. გაზეთ "ივერია-ექსპრესის" მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1994-1998 წწ. საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 1998-2003 წწ. საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე; 1991-2005 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი; 2005-2007 წწ. ამავე უნივერსიტეტის სამუზეუმო სამსახურის უფროსი; 2007 წელს მუზეუმის დირექტორის მოადგილე; 2010 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.