Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ილია აბულაძე
ფილოლოგი
date of birth 1901

1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიტყვიერებისა და (1929 ) საენათმეცნიერო განყოფილებები. ძველი ქართული ენისა და მწერლობის მკვლევარი, არმენოლოგი, პალეოგრაფი, ლექსიკოგრაფი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1946). პროფესორი (1947). საქართველოს მეცნიერებათა აკედემიის წევრ-კორესპონდენტი (1950). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961). 1933 წლიდან ეწევა სამეცნიერო მოღვაწეობას. მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, რომლოს დირექტორადაც მუშაობდა გარდაცვალებამდე. ავტორია ასზე მეტი ნაშრომისა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულ-სომხური ფილოლოგიისადმია მიძღვნილი. აბულაძემ ძველი მწერლობის ძეგლების ანალიზის საფუძველზე ცხადყო ქართულ-სომხური ლიტერატურის ურთიერთობის ორმხრივი ხასიათი. „შუშანიკის წამების“ ქართულ-სომხური ტექსტების შინაარსობრივი, მხატვრული და ენობრივი ანალიზის შედეგად საბოლოოდ დაადგინა, რომ ამ თხზულების ქართული ვერსია არის ორიგინალი, ხოლო სომხური-მისი თარგმანი. „ქართლის ცხოვრების“ სომხ. თარგმანის შესწავლით კი გაარკვია მისი უდიდესი მნიშვნელობა ქართ. ტექსტის დადგენისათვის. მის სახელთან არის დაკავშირებული კავკასიელ ალბანელთა ანბანის აღმოჩენა (1937). ილია აბულაძე გარდაიცვალა 1968 წლის 9 ოქტომბერს.

ბიბლიოგრაფია

შრომები:
 

  • შრომები: ტ. 1. თბ.: მეცნიერება, 1975.
  • შრომები: [რედ. გ. ნინუა, ც. ქურციკიძე]. თბ.: მეცნიერება, 1976.
  • შრომები [რედ. გ. ნინუა, ც. ქურციკიძე]. თბ. მეცნიერება, 1982.
  • შრომები,  თბ.: მეცნიერება, 1985.
  • “ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები”. თბ., 1955.
  • ბალავარიანის ქართული რედაქციები. თბ., 1957.
  • “ვეფხისტყაოსნის” ლექსიკიდან. [წერილი] 3-ე “ლელი” თბ., 1951.
  • იოანე დრასხანაკერტელი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საქართველოს ისტორიის კაბინეტი. თბ., 1937.
  • იოანე დრასხანაკერტელი, სომეხთა კათალიკოსი.
  • იოანე დრასხანაკერტელი [საქართველოს შესახებ] თბ., 1937.
  • იაკობ ცურტაველი. მარტვილობაი შუშანიკისი. თბ., 1938.
  • ირანული ენის გრამატიკა. ქრესტომათიით და ლექსიკონით. თბ., სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1936.
  • მამათა სწავლანი X და XI-ს-თა ხელნაწერების მიხედვით. გამოსცა ილია აბულაძემ. თბ., 1955.
  • რამდენიმე საერთო ხმარების სიტყვა ქართულსა და სომხურში. თბ., 1953 (სტალინის სახ. თსუ-ს შრომები, ტომი 49).
  • რუსთაველის ხანის ქართულიდან ნათარგმნი ძველი სომხური მწერლობის ძეგლები”. თბ., სსრკ მეცნიერებათა აკადემია. საქ. ფილ, 1938.
  • რუსთაველის ხანის ქართულიდან ნათარგმნი ძველი სომხური მწერლობის ძეგლები”. თბ., სსრკ მეცნიერებათა აკადემია. კულტურის ინსტიტუტი. მოამბე, III, მიძღვნილი “ვეფხისტყაოსნის” 750 წლისთავისადმი.
  • რუსთაველის ხანის ქართული ფილოსოფიური მწერლობის ერთი ძეგლის თარგმანი ძველ სომხურზე (თბ., სსრკ მეცნ. აკად. საქ. ფილ. 1938).
  • საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი. ტომი 1 - თბ., 1946.
  • “სიბრძნე ბალაჰვარისაი”. რედ - აბულაძე ილია. თბ., 1937.
  • უძველესი რედაქციები ბასილი კესარიელის “ექუსთა დღეთაისა” და გრიგოლ ნოსელის თარგმანებისა “კაცისა აგებულებისათვის”. თბ., 1964
  • ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი, თბ., 1953.
  • ქართულ-სომხური ფილოლოგიური შტუდიები (წიგნში მარრი, ნ. ქართულ ენათმეცნიერებაში) თბ., 1932.
  • ქართული და სომხური სალიტერატურო ურთიერთობა IX-XII სს-ში. გამოკვლევა და ტექსტები. თბ., სსრ მეცნიერებათა აკადემია. 1944.
  • ქართული ზმნის იშვიათი ფორმები VIII - X -სს-ის ძეგლების მიხედვით. თბ., 1954 (სტალინის სახ. თბ., სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, ტომი 53).
  • ქართული წერის ნიმუშები. პალეოლოგრაფიული ალბომი. მეორე შევსებული გამოცემა. თბ., “მეცნიერება”, 1973. 
  • “ქართული წერის ნიმუშები. პალეოლოგრაფიული ალბომი.” ალბომი შეადგინა ილია აბულაძემ (აკაკი შანიძის რედაქციით). თბ., სახუნტი. 1949.
  • ქართულის კვალი სომხური მწერლობის ერთ ძეგლში. თბ., 1944. ცალკე ამონაბეჭდი: ჟურნ. “ლიტერატურული ძიებანი”-დან.
  • ძველი სომხური ქრესტომათია. სომხური ენის ნიმუშები. ლექსიკონი. ბრუნვა-უღლების პარადიგმები. თბ., სახ. უნივერსიტეტის გამომცემლლობა. 1935.
  • ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. წიგნი 1. თბ., 1963.
  • ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. წიგნი 3. თბ., 1971.
  • ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. წიგნი 4. თბ., 1968.
  • ძველი ქართული ენა და ლიტერატურა. ქრესტომათია საშუალო სკოლის IX კლასისათვის. აბულაძე ი., შანიძე ა., და სხვ. თბ., 1948.
  • ძველი ქართული ენა და ლიტერატურა. ქრესტომათია. თბ,. 1947.
  • ძველი ქართული ენა და ლიტერატურა. ქრესტომათია. აბულაძე ი., შანიძე ა., ბარამიძე ილ. თბ., 1940.
  • ძველი ქართული ენა და ლიტერატურა. აბულაძე ი., შანიძე ა., და სხვ. თბ., 1939.
  • ძველი ქართული ენა და ლიტერატურა. ქრესტომათია. აბულაძე ი., შანიძე ა., ბარამიძე ილ. თბ., 1938.
  • ძველი ქართული ენა და ლიტერატურა. აბულაძე ი., შანიძე ა., ბარამიძე ილ. თბ., 1935.
  • ძველი ქართული ენა და ლიტერატურა. ენისა და ლიტერატურის მიმოხილვა. ქრესტომათია. ლექსიკონი. აბულაძე ი., შანიძე ა. და სხვ. თბ., 1935.
  • ძველი ქართული ენა და ლიტერატურა. აბულაძე ი., შანიძე ა., ბარამიძე ილ. თბ., 1934.
  • ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია. VIII კლასის სახელმძღვანელო. აბულაძე ი., შანიძე ა. და სხვ. 30-ე გამოცემა. თბ., 1974.
  • ქართული ლიტერატურის ქრესტომათია. VIII-IX კლასის სახელმძღვანელო. აბულაძე ი., შანიძე ა. და სხვ. თბ., 1968.
  • ძველი ქართველი მეხოტბენი. თბ., 1957.