Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გრიგოლ აბაშიძე
ფილოლოგი
date of birth 1914

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1936). იყო ჟურნალ ‘’ნიანგის’’ (1944-51), ‘’დროშის’’ (1951-60) და ‘’მნათობის’’ (1960-67) რედაქტორი, 1967 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი, 1973-81 ამავე მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე. 1982 წლიდან ხელმძრვანელობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსტან არსებულ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტს (1992-იდან-საქართველოს მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტს). აბაშიძის ოჯახი რეპრესირებული იყო სტალინის მმართველობის დროს. ლექსებს აქვეყნებდა 1934 წლიდან. პირველი კრებული გამოსცა 1938 წელს. მისი შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია. ავტორია ისტორიული და თანამედროვე თემაზე დაწერილი მრავალი ლექსისა და რომანისა. გრიგოლ აბაშიძე გარდაიცვალა 1994 წლის 29 ივნისს.